თამთა ჩაჩანიძე
28.08.2024

პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს უკვე ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც მანვე აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,"საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან".

ნატალია ჯვარიძე
27.08.2024

არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ პარტიას სურს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს. თუმცა, მართლმადიდებელ ეკლესიაში მიაჩნიათ, რომ არანაირი საფუძელი არ არსებობს იმ სამართლებრივი მოდელის შესაცვლელად, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს.

თამთა ჩაჩანიძე
27.08.2024

ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციური პარტიების ნაწილს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენას სთხოვს და ვადას 31 აგვისტომდე აძლევს. უწყებას მიაჩნია, რომ ისინი თავის დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს და რამდენად შესაძლებელია, რომ საბოლოოდ კონკრეტული პარტიების არჩევნებიდან მოხსნის საკითხი დადგეს დღის წესრიგში?

ნატალია ჯვარიძე
27.08.2024

გიორგი გახარიას პარტიაში საუბრობენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და წინასაარჩევნოდ მათ რიგებში ახალ სახეებს ვიხილავთ, მათ შორის ყოფილ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს და ექსმინისტრებსაც კი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პარტიას შეუერთდებიან ის პირები, რომლებსაც გახარიას პრემიერობის დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ. ზოგადად კი, მათივე შეფასებით, ექსპრემიერის პარტიას შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას „ოცნებას", რადგან ის მხარდამჭერებს სწორედ ოცნებას ართმევს და არა დანარჩენ ოპოზიციას.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2024

„ქართული ოცნება" და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი უკვე მეორე რეგიონალურ შეკრებაზე ასახელებს სამ პუნქტს რისთვისაც პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, თუმცა, მეოთხე საკითხი კვლავ ღიად რჩება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ივანიშვილს გარკვეული მინიშნება ჰქონდა და სავარაუდოდ ესაა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ნატალია ჯვარიძე
26.08.2024

რუსეთის ფედერაცია მორიგ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას" ამზადებენ, რადგან „უკიდურესად უკმაყოფილოები არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით". ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად „ჰიბრიდული ომის" წარმოება დაიწყო, რომელიც ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2024

წლების განმავლობაში, წინასაარჩევნო კვლევებში, იმ ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას. გამონაკლისი არც წინა 2023 წელი იყო, თუმცა, 2024 წლის კვლევებში, მაშინ, როცა პოლიტიკური პლატფორმების კონტურები მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია, ისეთი მძიმე სურათი აღარ იხატება ამ მხრივ.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2024

„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს აგრძლებს, მცხეთის შემდეგ, ამჯერად ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაიგეგმა პროცესში პირადად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია ჩართული, პარტიის ლიდერები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2024

პოლიტიკური მხარეები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებენ - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქის წინაშე დგას „არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის". მმართველი პარტია კი მრავალვექტორულ პოლიტიკას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ხალხმა საბოლოოს უნდა გადაწყვიტოს „ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას".

ნატალია ჯვარიძე
23.08.2024

მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გეგმა ენმ-სა და „მისი სატელიტების" აკრძალვაა. თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე თავად „ქართულ ოცნებაში" არაა ერთიანი აზრი. დედაქალაქის მერი და „ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საუბარია არა ამა თუ იმ პარტიის აკრძალვაზე, არამედ „კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის" გასამართლებაზე. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი სწორედ პარტიის აკრძალვაზე და იმაზე საუბრობს, თუ რა ელით ამ შემთხვევაში ამ პარტიის სიით პარლამენტში მოხვედრილ დეპუტატებს.

თამთა ჩაჩანიძე
23.08.2024

„ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებზე „ნაცმოძრაობას" „ბუად" ვეღარ გამოიყენებს და ამას „აღარავინ ყიდულობს". როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ენმ, როგორც საფრთხობელა - „ოცნების" ამ საარჩევნო სტრატეგიამ 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე წარმატებით იმუშავა და ანალიტიკოსის აზრით, დიდია ალბათობა რომ ახლაც იმუშაოს.

ნატალია ჯვარიძე
23.08.2024

„მცხეთაში „ოცნების" გამართული შეხვედრაზე ვერ მოვისმინე რაიმე კონკრეტული მიზანი, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×