ნატალია ჯვარიძე 09.12.2024

„ოცნების" მიერ დაანონსებული ახალი რეგულაცია თვის ბოლომდე ამოქმედდება. ახალი კანონის მიხედვით, საპროტესტო აქციებზე აკრძალული იქნება სახის დაფარვა და პიროტექნიკის გამოყენება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონპროექტი ამ კვირაშივე იქნება მზად. რამდენად რელევანტურია ამ კანონის მიღება ახლა და რა რეალური ეფექტი ექნება ამას?
|
ნატალია ჯვარიძე 08.12.2024

7 დეკემბერი თბილისში მიმდინარე მწვავე საპროტესტო გამოსვლების ფონზეც კი განსაკუთრებულად დრამატული გამოდგა. ბრუტალურმა თავდასხმამ ჟურნალისტებზე, რომელიც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს ამ თავდასხმაში ძალოვნების, ან მმართველი პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობას. ოპოზიცია ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს. საპატრიარქოში კი მიიჩნევენ, რომ პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.
|
ნატალია ჯვარიძე 08.12.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე თავისი ვიზიტი მაქსიმალურად გამოიყენა და რამდენიმე გავლენიან დასავლელ ლიდერს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამით „ოცნების" გეგმები იშლება და ეს შეხვედრები დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.12.2024

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება დასავლეთის მიერ არჩევნების აღიარება-არაღიარებისათვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს. ჭიანურდება თუ არა მისი გამოქვეყნება და როგორი იქნება საბოლოო დასკვნის შინაარსი, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
|
ნატალია ჯვარიძე 06.12.2024

სოხუმის რეჟიმს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ძალოვნებისთვის, ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელთან, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან რუსეთი აიძულებს დათმობაზე წასვლას.
|
ნატალია ჯვარიძე 06.12.2024

რამდენიმე დღეა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც პოლიტიკური პარტიების ოფისები და ცალკეული ადამიანების სახლები გაიჩხრიკა, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლი თბილისში. პარტია „დროას" ოფისიდან ამოღებულია პიროტექნიკა, ლაზერები და ა.შ. დაკავებულია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი და სხვები.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.12.2024

"იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი ამ თემას პრობლემურს არ გახდის, რადგან მერე უკვე უნდა დაიწყოს ოდიოზური ნაწილი, დავუშვათ შევიდეს პოლიცია, მოკიდოს ხელ-ფეხში ხელი და გამოიყვანონ და მერე ამან უნდა იკივლოს და თმა გაიშალოს, ასეთი სურათისთვის მე მაგალითად სალომე ზურაბიშვილი მენანება - საქართველოს პრეზიდენტია და მემგონი თავისი თავი თვითონაც უნდა შეიცოდოს",- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პროცესებზე საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.12.2024

ერთკვირიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ისაა ლეგიტიმური პრეზიდენტი, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება და ამ მოცემულობით არ დაიგეგმება ყველაფერი.
|
რეზონანსი 05.12.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იანუგურაცია შედეგება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. თბილისში შეერთებული შტატების საელჩო კი კვლავ ე.წ. ქარდებით აქტიურობს ფეისბუქზე. ერთ-ერთ ბოლო პოსტში წერს, რომ მათი ერთგულება „საქართველოს ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა".
|
თამთა ჩაჩანიძე 05.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს იმის ნიშანია, რომ სისტემაში რღვევა დაწყებულია. ხელისუფლება კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
|
ნატალია ჯვარიძე 05.12.2024

საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რომელშიც ეკლესია უნდა ჩაერთოს და თავისი სიტყვა თქვას იმისათვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დაიწყოს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.12.2024

პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ოფისები გაჩხრიკა, დაკავებულია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და ოპოზიციის სხვა პირები, პროცესს წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ "ოპოზიციის და მდიდარი "ენჯეოების" ლიდერები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|