თამთა ჩაჩანიძე 02.09.2024

ცესკო-ში 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა, შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება, რომ საარჩევნო პროცესი ცხელ ფაზაში შედის და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები ამ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბოს უშუალოდ არჩევნების პერიოდში, მათ შორის ვიხილოთ არასასურველი სცენარებიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.09.2024

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში „გავლენების კანონზე" სარჩელებს და რაც მთავარია, შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას განხილვის დასრულებამდე - ეს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაირკვევა. ასევე ორშაბათს იწურება ვადა, როდესაც ის ორგანიზაციებს, რომლებზე ეს კანონი ვრცელდება, შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. არასამთავრობოები და პოლიტიკოსები დაძაბულ მოლოდინში არიან. ანალიტიკოსების პროგნოზები კი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებულია.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.09.2024

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო რეგიონელური ტურნეს ფარგლებში ზედიზედ უკვე მესამედ აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შესაძლოა, „ნებისმიერ დროს" მოხდეს. ამის პარალელურად გაირკვა, რომ ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ფინანსური დახმარების შეჩერებითა და ერთგვარი პერსონალური სანქციებით ემუქრება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი და რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების ახლო მომავალში მშვიდობიანად დაბრუნება?
|
ნატალია ჯვარიძე 01.09.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმება, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაკეთდება. საუბარია არა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, არამედ იმაზე, რომ „მართლმადიდებლობა არის ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი". ასეთი შეთანხმების არსებობა საპატრიარქოს ჯერ არ დაუდასტურებია?
|
ნატალია ჯვარიძე 31.08.2024

არასამთავრობო სექტორში სერიოზული დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით, უნდა დარეგისტრირდნენ თუ არა „უცხოური ინეტერესების გამტარებელთა რეესტრში". ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ მოძრაობა „სირცხვილიას" გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც ჯერ, „გამჭვირვალობის კანონის" მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირდა „უცხოური ინეტერესების გამტარებელთა რეესტრში", ხოლო მეორე დღეს, საყოველთაო კრიტიკის შემდეგ, ამ რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.08.2024

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, „ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლების საგარეო კურსი მრავალვექტორულია. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა მისაღებია, თუმცა არ მიესალმებიან სტრატეგიულ თანამშრომლობას, საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთია, ევროკავშირში გაწევრიანება კი დაპაუზებულია.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.08.2024

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტზე ბელგიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ტენდერში "იან დე ნული" გამარჯვებულად ,,დიდი ოთხეულიდან" შეირჩა. უწყებისვე ინფორმაციით, კომპანია მუშაობდა „არაერთ მსხვილ პროექტზე", მათ შორის არის პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი მაროკოში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.08.2024

„გავლენების კანონის" მომხრე-მოწინააღმდეგეთა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოსკენაა მიპყრობილი - ცნობს თუ არა პრეზიდენტის, ოპოზიციონერების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებს დასაშვებად სასამართლო და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არსებითი განხილვის გარეშე შეაჩერებს თუ არა კანონის ამოქმედებას, რომელიც სულ მალე - 2 სექტემბერს შევა ძალაში.
|
ნატალია ჯვარიძე 29.08.2024

საქართველოს საპატრიარქოს მისაღებად მიაჩნია მმართველი პარტიის შეთავაზება, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით გაძლიერდება და გამყარდება ქვეყანაში ეკლესიის როლი, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია ფორმულირება - „სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება". ამის შესახებ საპატრიარქოში 29 აგვისტოს გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი, რომლის დროსაც მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, თუ რომელი სამი მთავარი პრინციპის დაცვით მოხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.08.2024

იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის აქტიურად ემზადებიან, „ქართული ოცნება" ოპოზიციის დაფინანსებასა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევაში პირდაპირ ადანაშაულებს. ძირითადი აქცენტია „ენ-დი-აი"-სა („ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი) და „აი-არ-აი"-ზე („საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი). ამაზე საგანგებო განცხადება 27 აგვისტოს ანტოკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააკეთა, 29 აგვისტოს კი - საპარლამენტო უმრავლესობამ. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ბრალდებების საფუძველზე არჩევნებზე ამ ორგანიზაციებს არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსი მოუხსნან?
|
ნატალია ჯვარიძე 29.08.2024

26 აგვისტოს სოხუმში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მე-16 წლისთავი იზეიმეს. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს პირველად მოხდა, რომ რუსეთის პრეზიდეტმა დე ფაქტო ხელისუფლებების ლიდერებს ეს დღე პირადად არ მიულოცა. ამან სოხუმსა და ცხინვალში შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს უფრო საქართველოში მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთანაა დაკაშირებული. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთი არჩევნებში სხვადასხვა მეთოდებით აუციელებლად ჩაერევა.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.08.2024

არჩევნებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი და წესისამებრ, წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში ამას „საარჩევნო კოდექსი" განსაზღვრავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|