სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.03.2017

    პაატა კოღუაშვილი, პროფესორი

    თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ, საკვების რესურსთა შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება, და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე.

    მოსაზრება
    09.03.2017

    დავით ზარდიაშვილი, მუნიციპალური სამართალის ექსპერტი

    პაატა კოღუაშვილი, საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

    გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ბრძანა: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". ეს დეფინიცია საქართველოს ტერიტორიულ, ენობრივ და სარწმუნოებრივ იდენტობას გამოხატავს.

    მოსაზრება
    09.03.2017

    არაერთხელ მიფიქრია, თუ რა რთულ მდგომარეობაშია დღეს საქართველო, განსაკუთრებით განათლებასა და მეცნიერების სფეროში. მაგრამ ამ მტკივნეულ საკითხებს არ ეხება ჩემი ეს წერილი. ყოველი წლის დეკემბრისა და იანვრის თვეები ჩემთვის მძიმე მოგონებებთან არის დაკავშირებული.

    მოსაზრება
    01.03.2017

    ანზორ საკანდელიძე, ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე", თავმჯდომარე

    სამშენებლო ეკოლოგიასთან თუ როგორი მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდათ ნაციონალებს, ეს კარგად ჩანს მათ ნამოქმედარში, მათ სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის გაგონება არ უნდოდათ: მათ 2004 წელს დანაშაულებრივად გააუქმეს მთელ მსოფლიოში სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტრო (იგი არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში); ყურად არ იღეს ჩვენი ოფიციალურად გაგზავნილი უამრავი წერილი თუ პრესაში გამოქვეყნებული ათეულობით საგაზეთო სტატია, როგორებიცაა: "ევრორემონტი თუ ევროსიკვდილი?!", "სახლებში კი არა, გაზის კამერებში ვცხოვრობთ!", "ფრთხილად, ჩერნობილის რადიაციით მოწამლული ლითონის მასალებია!", "თბილისი სამშენებლო-ეკოლოგიური უბედურების ზონაა!", "საქართველო მიდის სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური თვითმკვლელობისაკენ!"

    მოსაზრება
    24.02.2017

    თამარ აქუბარდია

    ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას პიარ-კომუნიკაციის მწირი გამოცდილება აქვს. დასავლური სტილის პიარი პირველად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ვიხილეთ. მაშინ შეიქმნა პიარ იდეოლოგიის მძლავრი ქსელი, სადაც მთელი მთავრობა იყო ჩართული და გუნდურად ხდებოდა შეტევა ნებისმიერ არასასურველ აზრზე.

    მოსაზრება
    20.02.2017

    შპს შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მათივე ვებგვერდზე 7 თებერვალს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, იძულებული ვართ განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

    მოსაზრება
    20.02.2017

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირ. კობახიძეს

      ბატონო თავმჯდომარევ!

      გიმოწმებთ ჩვენს პატივისცემას და გაახლებთ არგუმენტაციას საქართველოსათვის დღესდღეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თეზისისათვის "საქართველოს სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ კანონით დაუშვას თავისი მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე და იურიდიულ პირებზე".

    მოსაზრება
    14.02.2017

    პაატა კოღუაშვილი, პროფესორი ,დავით ზარდიაშვილი, სამართლის ექსპერტი

    საქართველო სამიწათმოქმედო ცივილიზაციის ქვეყანაა. ჩვენი წარსული და მომავალი გაპირობებულია მიწასთან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური თუ ემოციური საწყისებით. ყოველივე ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის ტრადიციიდან გამომდინარეობს.

    მოსაზრება
    09.02.2017

    შპს შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მათივე ვებგვერდზე 7 თებერვალს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, იძულებული ვართ განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

    მოსაზრება
    09.02.2017

    ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    დამთავრდა 2016 სამეურნეო წელი. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ძირითადი მაჩვენებელი - მშპ - იყო 33 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად კი, იქნება დაახლოებით 100 მილიარდი ლარი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ბოლო წლებში როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ეკონომიკური ექსპერტების მიერ ჩატარებული ჩრდილოვანი ეკონომიკის კვლევების კატასტროფული შედეგები.

    გახსენება
    07.02.2017

     თორმეტი წელიწადი მიიწურა არჩილ ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მას ამკობდა საუკეთესო ადამიანური თვისებები: კეთილშობილება, ჰუმანიზმი, სიკეთე, კეთილმოსურნეობა, არქონა აგრესიულობის ნატამალისაც კი, რაც იშვიათია ქართულ საზოგადოებაში. მისი მოძღვარი, აკადემიკოსი ანგია ბოჭორიშვილი არჩილს, დოსტოევსკის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, ალექსი კარამაზოვს ეძახდა. ასეთი რამ კი ცხადია, შემთხვევით არ ხდება. არჩილ ბაქრაძის მოღვაწეობის ძირითადი სფერო გახლდათ ფილოსოფია, შესაძლოა ეს გენეტიკითაც იყო განპირობებული, ის ხომ მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, კოტე ბაქრაძის ძმის შვილიშვილი გახლდათ.

    მოსაზრება
    07.02.2017

    თორმეტი წლის წინ, 2004 წლის ოქტომბერში, თბილისში მიცკევიჩის და პეკინის ქუჩების კუთხეში მოხდა საზარელი მკვლელობა. მკვლელმა დანით სამი ჭრილობა მიაყენა 18 წლის დავით ოთხმეზურს, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის და პროფესორ გიორგი ოთხმეზურის შვილს. ამ სამი ჭრილობიდან ერთი მომაკვდინებელი აღმოჩნდა. მკვლელობას უამრავი ხალხი შეესწრო, მათ შორის 5 დაიკითხა სასამართლოში მოწმის სახით. იმავე დღეს ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიება და მკვლელობაში ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა ასლან ბეჟანიძე. მაგრამ, 11 წლის განმავლობაში მის მიმართ არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა, იგი საერთოდ არ დაკითხულა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter