რეზონანსი
25.02.2025

ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი ამერიკელ ოლიგარქთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერით გამწესდა, მოსალოდნელი იყო, რომ მისი განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად არ დარჩებოდა. თუმცა, რასაც ინაუგურაციიდან განვლილი ერთი თვის განმავლობაში ვუყურებ, ცნობილი ამერიკული ფილმის, „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს“, გაგრძელება მგონია... 

რეზონანსი
20.02.2025

სოციალური მედიის მიმოხილვისას[1] შემთხვევით გადავაწყდი რუკას, რომელზეც ასახულია ის ქვეყნები, სადაც მშპ-ის ნომინალი ერთ სულ მოსახლეზე[2] აღემატება პოლონეთის მშპ-ს, 1990 და 2018 წლებში. სხვაობა მართლაც გამაოგნებელი იყო. მაშინ, როცა 35 წლის წინ ასეთი ქვეყნები საკმაოდ ბევრი იყო არამარტო ევროპაში, არამედ სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. 2018 წელს რუკაზე სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის არცერთი ქვეყანა აღარ იყო მონიშნული.

რეზონანსი
20.01.2025

პირწიგნაკზე რომელიღაც საინფორმაციო ბლოგმა ჩვენი გიორგი კეკელიძის მიერ გავვრცელებული ახალი ამბავი გვამცნო: "დღეს, შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკის გათბობა-კონდიცირების მოწყობაში ბუდუ ზივზივაძის ოჯახი დაგვეხმარა"-ო. მშვენიერი ახალი ამბავია. ჩემი გულითადი მადლობა ბუდუს და მის ოჯახს! ბუდუ, მაგგარრი ადამიანი ხარ!... მადლობა, აგრეთვე, გიორგი კეკელიძეს.

რეზონანსი
19.01.2025

დღეიდან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმდიდრესი ქვეყნის პირველ პირად დონალდ ტრამპი ამერიკელ ოლიგარქთა (მულტიმილიარდელების გავლენიანი ჯგუფის) მხარდაჭერით გამწესდა, მისი განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად არ დარჩება. არადა, ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე გაამხილა, არა მარტო გრენლანდიისა და პანამის, არამედ კანადის, ფაქტობრივად, მიერთების განზრახვა, რისთვისაც ეკონომიკურ და სამხედრო „სპეცოპერაციების“ გამოიყენებას არ მოერიოდება... 

რეზონანსი
16.01.2025

გასული წლის ბოლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადაწყვეტილებით გამოიცა 287-გვერდიანი წიგნი „დროშა სამეფო", რომელშიც სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულია, რომ დღევანდელი ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშა „ვარდების რევოლუციამდე" არასდროს ყოფილა საქართველოსთან იდენტიფიცირებული.

რეზონანსი
09.01.2025

ინაუგურაციიდან მეორე დღესვე ბატონ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად გამწესება მივულოცე. ათონელის რეზიდენციის კანცელარიაში შეტანილ განცხადებაში (N1/16057, 13:47) შევახსენე, რომ კონსტიტუციის თანახმად, ფიცის დადების მომენტიდან ბრძანდება სახელმწიფოს მეთაური და თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, აგრეთვე ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ამასთან, უზენაესი კანონითვე აქვს მინიჭებული უფლებამოსილებები, რაც საშუალებას აძლევს, ეფექტურად მოაგვაროს საშინაო პრობლემებიც და ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის დამაბრკოლებელი პოლარიზაციის დასრულებასაც.

რეზონანსი
29.12.2024

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პიროვნული დამოუკიდებლობა ვარჩიე, რის გამოც დღემდე უპარტიო ვარ... ძალიან მინდა, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, არჩევნების გზით ფორმირებული „რეჟიმების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში არ ვმონაწილეობ, ვინაიდან მიზნის მისაღწევად „სამოქალაქო განათლებას“ ვანიჭებ უპირატესობას და არა „აჯანყება-რევოლუციებს“... მით უმეტეს, რომ „გამარჯვებულმა ხალხმა“ სულმნათი წინაპრების უდიდესი ძალისხმევით შენარჩუნებული ტერიტორიები უკვე რამდენჯერმე დავკარგეთ...

რეზონანსი
26.12.2024

იმედი მაქვს, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეფექტურად დაიცავს, მაგრამ თუ თავისუფლებასა და წესრიგს შორის გონივრული ბალანსი არ დავიცავით, შეიძლება, სულმნათი წინაპრების უდიდესი ძალისხმევით შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა „შემოგვემხოს"...

რეზონანსი
15.12.2024

რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ დღევანდელი „რევოლუციური ვითარება“ 1989 წლის საპროტესტო გამოსვლებს მახსენებს. მართალია, „მაშასადამე ევროპელობაზე“ პრეტენზია ჯერ არ გვქონდა, მაგრამ მაშინაც განსაკუთრებით ახალგაზრდობა აქტიურობდა, რომელსაც „ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში“ უნდოდა ცხოვრება... ამასთან, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს თანამემამულე მილიციელების ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის კი არა, რუსი სამხედროების ალესილი ნიჩბებისა და ავტომატებისაც იმდენად არ ეშინოდათ, რომ კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებაზეც კი არ დაიშალნენ...

რეზონანსი
10.12.2024

პარლამენტის შენობისა და მთავრობის რეზიდენციიდან („კანცელარიიდან“) ასიოდე მეტრში ვცხოვრობ. შედეგად, მესამედი საუკუნეა, რაც მესმის და ვხედავ, როგორც სულმნათი მორის ფოცხიშვილი გულისტკივილით ამბობდა:

 „ძმებს ღალატობენ ძმები, 

„ვიღაც მესამის“ ნებით, 

შრება სიცოცხლის წყარო...

„ვიღაც მესამე“ მღერის, 

„ვიღაც მესამე“ ხარობს...“ 

რეზონანსი
05.12.2024

ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავების, რბილად რომ ვთქვა, არამართლზომიერი ქმედებები, ცალკე მსჯელობის თემაა. თუნდაც ის, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე და ნიღბებით სახედაფარულები ცდილობენ წესრიგის დაცვას. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საპროტესტო აქციებზე 400-მდე დაშავებულიდან (ოფიციალური მონაცემებით) თითქმის ყოველი მესამე პოლიციელია.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×