რეზონანსი 12.12.2025

ძნელია პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილის ზოგიერთ გამონათქვამსა და ქმედებას გონივრული ახსნა ან რაიმე გამართლება მოუძებნო, მაგრამ იმაში სრულიად ვეთანხმები, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ (წევრმაც) კანონით უნდა იხელმძღვანელოს და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი არ უნდა ხელყოს.
|
ბექა ნაცვლიშვილი 12.12.2025

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის იდეა დღემდე საკმაოდ პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, არამედ რეგიონით დაინტერესებული ქვეყნების პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში. მისი განხორციელების მთვარ წინაღობად ყარაბაღის კონფლიქტი სახელდებოდა. კონფლიქტის დასრულებას, და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს სამშვიდობო დეკლარაცის ხელმოწერას ახალი ენერგია უნდა შეეძინა ამ პროცესისთვის. მაგრამ, მალე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ახლა, სწორედ მშვიდობის შედეგად დამდგარი ახალი რეალობა გახდეს მისი განხორციელების მთავარი წინაღობა.
|
რეზონანსი 13.11.2025

ფეხბურთის გულშემატკივარი ესპანელებთან უმნიშვნელოვანესი პაექრობის მოლოდინშია. ვინაიდან საქართველოს ნაკრების მაისურებიდან უკვე გაქრა „შავი გიორგი", იმედი მაქვს, ფეხბურთის მესვეურები სხვა სიმბოლოებსაც უფრო გონივრულად შეარჩევენ და აღარც წითელი ან შავი ფერის „გამარჯვებული ურჩხული" გამოიფინება სტადიონზე.
|
რეზონანსი 16.10.2025

წელს აღინიშნება მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებისა და ჩინელი ხალხის მიერ იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი. თაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, მისი ჩინეთში დაბრუნება იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი მიღწევაა. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმაა.
|
რეზონანსი 02.10.2025

ოპოზიციონერები ამჯერად უკვე „რეჟიმის მშვიდობიან დამხობას" (უკეთეს შემთხვევაში, მორიგ „ფერად რევოლუციას", ხოლო უარესში „მაიდანს") გეგმავენ. ამდენად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადობისთვის შემეხსენებინა, რომ ევროპულ სამართლებრივ სივრცეში „აჯანყების (რევოლუციის, დამხობის) უფლება" არ არსებობს და ეს „ნოვაცია" გარე ძალების ინტერესებში მოქმედი ჩვენი „ტელეპოლიტიკოსების" ე.წ. რევოლუციური თვითშემოქმედების ნაყოფია (ლენინიც აღიარებდა, „რევოლუცია - კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებააო!"), რომლის პრაქტიკაში განხორციელება ქართულ სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს.
| |
რეზონანსი 23.09.2025

საქართველოში ურბანული დატვირთვით გამორჩეული თბილისისა და ბათუმისათვის სატრანსპორტო პრობლემები უკვე წლებია მწვავე გამოწვევად იქცა. ავტომობილების მზარდი რაოდენობა, ინტენსიური (და ხშირად ქაოტური) მშენებლობები, დაუგეგმავი ურბანული ზრდა - ყოველივე ეს ქალაქების მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებას სულ უფრო გაუსაძლისს ხდის.
| | | |
რეზონანსი 06.07.2025

3 თვის წინ მედია და ოპოზიცია ჩემი საკანონმდებლო წინადადებით დაინტერესდა. თან „ქართული ოცნების“ ოფისშია დაწერილიო“... 20 გვერდიანი წინადადებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი აბზაცი იქნა ნახსნები, თუმცა, ვინაიდან სრული ტექსტი პარლამენტის ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული, დაინტერესებულებისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ვითხოვდი სხდომათა დარბაზებში ფოტო-ვიდეო გადაღების, ისიც ბრალდებულების ინტერესებში, აკრძალვას...
|
რეზონანსი 15.06.2025

ამჯერად ახალგაზდა ფეხბურთელებმა გვასახელეს. პოლონელებთან გამარჯვების შემდეგ, არც ფრანგებს დაუდეს ტოლი და, ოდნავ იღბალიც რომ წაშველებოდათ, მეორე მატჩშიც მოგებას თუ არა, ფრეს მაინც იმსახურებდნენ. შესაბამისად, სპორტსმენების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების მიმართ მაქვს გარკვეული პრეტენზიები. მისასალმებელია, რომ შავი ფერის ლოგოზე უარი თქვეს, მაგრამ გულშემატკივრების ინფორმირებაზეც ხომ უნდა ეზრუნათ, რომ ქომაგების ნაწილი სლოვაკეთში ძველი ფორმით არ ჩასულიყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|