რეზონანსი 01.03.2023
მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 19 მარტს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია დემოკრატიული რეფორმების გზაზე - არჩევნები საშუალებას მისცემს ქვეყანას ჩამოაყალიბოს უფრო კონკურენტუნარიანი მრავალპარტიული სისტემა, რაც აუცილებელია მდგრადი და სტაბილური დემოკრატიის განსავითარებლად, რომელიც გამოხატავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესს.
|
პეტრე მამრაძე 26.02.2023
„ენჯიოკრატია ამ სამ ქვეყანაში ძირს უთხრის დემოკრატიული ინიციატივებისათვის ხელის შეწყობას. ენჯიოებმა ვერ დასძლიეს საბჭოური მემკვიდრეობა და იკავებენ ვიწრო საჯარო სივრცეს პირად და სახელმწიფო სფეროებს შორის. ამის გამო მთავრობებს კარტ-ბლანში აქვთ“, - აი, ერთერთი დასკვნა ცნობილი ექსპერტის ორისია ლუცევიჩის მოხსენებაში „როგორ დავასრულოთ რევოლუცია: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში“. მოხსენება გამოქვეყნდა მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის „ჩეტემ ჰაუზის“ მიერ 2013 წლის იანვარში (შეგახსენებთ, რომ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინი ენჯიო „არასამთავრობო ორგანიზაციის“ ინგლისური აბრევიატურაა).
|
რეზონანსი 26.02.2023
საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში გამართული პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩის თაობაზე. 16 თებერვალს კონფერენციის ლიგის 1/16 ფინალში „ტრაბზონსპორმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. თუმცა იმ დღეს ტრიბუნებზე, შეიძლება ითქვას, მთელი თურქეთი იყო წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთი, ამ ქვეყანაშიც, მხოლოდ სპორტი არ არის, ფაქტობრივად, დიდი პოლიტიკის რანგშია აყვანილი, ხოლო მედიასაშუალებების დახმარებით, ასეულ მილიონობით ადამიანის სასიკეთო საქმეებისთვის გაერთიანებაც შეუძლია.
|
რეზონანსი 22.02.2023
„თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...
…შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“
1918 წლის 26 მაისს საქართველომ ფართოდ გაუღო კარი დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, რასაც თვალნათლივ ადასტურებს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. იგი საქართველოს პარლამენტმა მიიღო საბჭოთა ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც ნათლად ადასტურებს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას.
|
რეზონანსი 09.02.2023
105 წლის ცოდნის ტაძარს სისპეტაკე და განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს. მისი რექტორები (პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, თამაზ გამყრელიძე) ყოველთვის ღირსულად წარმოაჩენდნენ ერის ინტელექტუალურ პოტენციალს. ამასთან, თსუ ყოველთვის იყო ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი და მართლმადიდებელ დედაეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა.
|
რეზონანსი 07.02.2023
საქართველო, ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე უამრავი საშინაო, თუ საგარეო ფაქტორების გამო, განსაკუთრებით პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ქმნიან საფუძველს ქვეყნის შემდგომი დაჩქარებული განვითარებისთვის. ასეთ ვითარებაში ქვეყნის რესურსული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაჯანსაღებისა და საქართველოს გეოსტრატეგიული როლის კიდევ უფრო ასამაღლებლად, მიზანშეწონილია შემუშავდეს გრძელვადიან პერიოდზე (15-20 წლიანი, მოკლე და საშუალო ვადიანი ეტაპებისა და ამოცანების განსაზღვრით) გათვლილი ქვეყნის დაჩქარებული სისტემური განვითარების ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი.
|
რეზონანსი 05.02.2023
ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან ტაქსებსაც მიეცემათ „ბასლაინებზე“ შესვლის უფლება. ვინაიდან მხოლოდ ეს „დათმობა“ პრობლემას ვერ მოხსნის, მძღოლები ისევ რომ არ დავრჩეთ მოტყუებულები, თავი ვალდებულად ჩავთვალე, გაცნობოთ, რომ თბილისის მერიას გასული წლის 15 მაისს მივმართე „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლთან („ბასლაინი“) დაკავშირებული რეგულაციების მოწესრიგების აუცილებლობის თაობაზე“, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაგირება არ მოჰყოლია, 13 სექტემბრს პარლამენტშიც შევიტანე შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც დღემდე არ განხილულა... ცხადია, საგაზეთო ფორმატი საშუალებას არ იძლევა 12 გვერდზე ჩამოყალიბებული არგუმენტები გაგაცნოთ, რის გამოც, ვეცდები მხოლოდ პრობლემის არსსა და გადაწყვეტის გზებზე გავამახვილო ყურადღება.
|
რეზონანსი 31.01.2023
ეს არის უდიდესი ისტორიული თარიღი და მოვლენა და არამარტო საქართველოსთვის!
ხალხის მიერ აღმაშენებლად აღიარებული მეფე! მეფე რომელმაც:
- ხალხს და ქვეყანას დაუბრუნა ღირსება;
- ეკლესია გაამეცნიერულა და მეცნიერება გაარელიგიურა;
- გეოგრაფია აქცია პოლიტიკად;
- „დიდგორის ომით" გადაარჩინა ევროპა და დასავლური ცივილიზაცია;
- საუკუნეების წინ დანერგა მთავარი, რაზეც დგას ცივილიზებული მსოფლიოს მომავალი, რომელიც დღეს კონვერგენციის თეორიით არის ცნობილი: „ძლიერს უჭერდა მხარს, სუსტს იცავდა!"
|
პეტრე მამრაძე 29.01.2023
რამდენიმე წლის წინათ ცნობილმა ეკონომისტმა ტომა პიკეტიმ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად დაადგინა, რომ დაწყებული 2000 წლიდან რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ პუტინის ხელმძღვანელობით მოახერხა 2 ტრილიონამდე ევროს მითვისება ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლებიდან. მითვისებული თანხები გადიოდა ოფშორული კომპანიების ჯაჭვს და ბოლოს ილექებოდა დასავლურ ფინანსურ სტრუქტურებში - ლონდონი, პარიზი და ევროპის სხვა დედაქალაქები სიამოვნებით „აბინავებდენენ“ ამ ფულს, პოლიტიკოსები კი თვალს ხუჭავდენენ მის წარმოშობაზე. ამ თანამშრომლობის პროცესში იქმნებოდა და ძლიერდებოდა პირადი მეგობრობა და ურთიერთნდობა რუსეთის და დასავლეთის ელიტების წარმომადგენლთა შორის.
|
რეზონანსი 29.01.2023
ცხადია, მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ პარლამენტში არჩეული და მის აპარატში დასაქმებული ის იურისტები, რომლებიც კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სამართლებრივ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციისთვის ზრუნავენ. ისევე, როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, იმედი მაქვს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებასა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაზე ორიენტირებული ჩვენი დეპუტატები, არა მარტო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ გონივრულად, არამედ მათზე კონტიტუციით დაკისრებულ სხვა მოვალეობებსაც კანონით დადგენილ ვადებში შეასრულებენ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტოტალიტარიზმის დროინდელიდან მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლის ნორმები არცოდნა ან/და აბუჩად აგდება) ჯერ ბოლომდე არ არის დაძლეული...
|
რეზონანსი 22.01.2023
არ ვიცი, ედუარდ „ამბროსიევიჩს“ ვინ ურჩია, სთხოვა თუ დაავალა სააკაშვილის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „ჩანერგვა“. ფაქტია, გამოჩენისთანავე „მოქკავშირელთა“ ახალგაზრდა ლიდერის პირადი ცხოვრებაც ყურადღების ცენტრში მოექცა. მედია იმასაც კი აშუქებდა, რომელ კაფეში დადიოდა და რამდენ ჭიქა წვენს სვამდა... სულ მალე, „რევოლუციური რეფორმების“ ავტორი „რეიტინგულმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა „წლის ადამიანად“ აღიარეს, რის შემდეგაც „ოპოზიციაში მივლინებულმა“ შევარდნაძის ჩაიც დალია და მისი კაბინეტიც დაიკავა...
|
რეზონანსი 15.01.2023
მიმდინარე პერიოდში ქვეყნის სოფლის მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გაძლიერებული მიგრაცია წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას. არსებულ პირობებში, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო გააქტიურების, სიღარიბის დაძლევის და გაძლიერებული მიგრაციის შეჩერების რთული პროცესის განხორციელებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|