ქეთო გოგოხია
25.05.2026

ჯარიმების მუდმივად გაზრდისკენ მიდრეკილება საშიში ხდება. პარკირებიდან დაწყებული, ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ჯარიმა გამკაცრებულია და ამას წარმოუდგენლად კამპანიური ფორმა აქვს. შესაბამისად, მკვეთრად მოიმატა ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხის მოცულობამ. ერთი ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმა დასაქმებული ადამიანის შემოსავლის 10%-ს უტოლდება, რაც სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის შემოსავლის არაადეკვატურია.

ქეთო გოგოხია
25.05.2026

მოსახლეობის შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია. ოფიციალური სტატისტიკა დადებით ტენდენციას ადასტურებს, რასაც გარკვეულწილად ეკონომიკის ზრდამაც შეუწყო ხელი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ რეალური შემოსავლების მატების ტემდენციამ ორჯერ გადააჭარბა ინფლაციის ტემპს და 8% შეადგინა, რაც საკმაოდ პოზიტიური  მაჩვენებელია.

ქეთო გოგოხია
25.05.2026

ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია, რაც გარკვეულწილად სპეკულაციას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი ქმედებები აღარ მიმდინარეობს და ომის ხელახლა გაჩაღებას ირანიც და აშშ-ც  ერიდებიან, ფასებთან დაკავშირებული დინამიკა არ იცვლება. მით უმეტეს, ჰორმუზის სრუტიდან ტანმკერებმა დაიწყო გამოსვლა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებაც ხელმოსაწერად მზადაა, ამ დროს ნავთობპროდუქტების ღირებულება  ისევ 100 დოლარის ფარგლებშია. 

თამარ ვეფხვაძე
21.05.2026

ირანში ავტომობილების რეექსპორტი საგრძნობლად იზრდება. ბოლო ერთი თვეა, ქართულ საავტომობილო ბაზარზე ირანელი მყიდველები გააქტიურდნენ. „ქარ მარკის“ დამფუძნებელი ირაკლი კუხიანიძე კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ ეს არადამაჯერებლად მიაჩნიათ ქართველ ავტოიმპორტიორებს, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ირანში ავტომობილების რეექსპორტი ისევ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საშუალებით ხდება.

თამარ ვეფხვაძე
21.05.2026

ხელისუფლება ფასდაკლებული სურსათის კონტროლის მექანიზმს აძლიერებს. კონკურენციისა სააგენტომ წარმოადგინა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას. სწორედ ამ პლატფორმაზე განთავსდება საუკეთესო შეთავაზება და ფასები. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მექანიზმი, მალე გამოჩნდება, მანამდე კი სპეციალისტების აზრი ორად გაიყო - ერთი ნაწილის აზრით, პროდუქტების ფასდაკლებას საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ჯანსაღი კონკურენცია უზურუნველყოფს. სპეციალისტების მეორე ნაწილს კი იმედი აქვს, რომ სახელმწიფო კონტროლის აძლიერებს და პროდუქტების შემდეგ, მედიკამენტების გაიაფებასაც ელოდება. 

თამარ ვეფხვაძე
20.05.2026

ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ინდუსტრიასთან. თუ უახლოეს პერიოდში, ეს კონფლიქტი არ დარეგულირდება, ცხადია, ახლო აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნებში დასვენების მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. „რეზონანსი“ დაინტერესდა, დაახლოებით, როგორი ტურისტული სეზონი გველის წინ? მართალია, ირანის კონფლიქტი ჯერ ისევ გრძელდება, მაგრამ სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატისტიკა არც ისე საგანგაშოა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლების შეფასებიღ კი, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. 

ქეთო გოგოხია
20.05.2026

სვანეთს ჭარბი ელექტრომოხმარების გამო შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესდეს. კონკრეტულად რა ნაბიჯი გადაიდგმება, უცნობია, თუმცა მცდელობაა, რომ ბიზნესს დენის გადასახადის ნაწილობრივი გადახდა დააკისრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხმარება კატასტროფულად იზრდება და ტენდენცია გაგრძელდება, რაც მთლიანად ენერგოსექტორს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება დიდ რესურსს მოითხოვს, ხოლო რეგიონი გადასახადისგან თავისუფალია, ენერგოსისტემა შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს.  პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. როგორც მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ბიტკოინის აპარატების მიერ გაზრდილი ენერგომოხმარება და აუცილებელია, რომ ბიზნესებმა და მათ, ვისაც მაინერის დადგმა სურს, დენის საფასურის გადახდა დაიწყონ. 

ირმა ჩიტაია
19.05.2026

გაზის მიწოდების კონტრაქტი აზერბაიჯანთან 20 წლის ვადით განახლდა. ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს. მწირი ინფორმაციის ფონზე ენერგეტიკოსებს გაფორმებული კონტრაქტის შეფასება უჭირთ, თუმცა აცხადებენ, რომ რადგან საუბარია არაკომერციულ გაზზე შესაძლოა, არსებულთან პირობებთან მიახლოებული იყოს, რაც მთლიანობაში წინგადადგმული ნაბიჯია და სამომავლოდ კომუნალური ტარიფის შენარჩუნებასაც შეუწყოს ხელი.

თამარ ვეფხვაძე
19.05.2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ისევ ოქროს რეზერვის შევსება გადაწყვიტა. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წლის გაზაფხულზე ოქროს შესყიდვის ოპერაცია განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა, ამიტომ ქვეყნის მთავარი ბანკი ოქროს რეზერვის შევსებას წელსაც გეგმავს. ეკონომისტები ამ პროცესს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს არის სავალუტო დივერსიფიკაცია, რასაც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები აქტიურად იყენებენ. 

ირმა ჩიტაია
18.05.2026

ბოლო 1 თვეა ლარის კურსი გამყარებას ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკას, სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ლარის  შეუმჩნევლად გამყარების პოლიტიკა მსოფლიო ბაზარზე მაღლა დაძრული ფასების სრულად დაბალანსებას მაინც ვერ შეძლებს, რადგან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და თუ შავმა ოქრომ გაძვირება გააგრძელა, მას აუცილებლად ჯაჭვური რეაქცია ექნება.

ქეთო გოგოხია
18.05.2026

ხორბლის მოსავლის აღების დრო მოახლოვდა. სულ რამდენიმე კვირაში ალოობა იწყება, მაგრამ ფერმერები, ფაქტობრივად, მოუმზადებლები არიან. ამის მიზეზი გაზრდილი ხარჯია, რასთან გამკლავება დამოუკიდებლად უჭირთ. სავარაუდოდ, მოსავლიანობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შენარჩუნდება, თუმცა ხარისხი წელსაც პრობლემა იქნება. კლიმატური პირობების გამო, სტრატეგიული პროდუქტის ხარისხიც და ფასიც, შეიძლება, კითხვნის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

თამარ ვეფხვაძე
14.05.2026

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, ხალხზე ზრუნვის ახალი ინიციატივით გამოდის. იმის გამო, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არც ისე დალხენილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, „ხალხოსანი“ პოლიტიკოსი ხალხის გულების მოსაგებად ითხოვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იყოს, ოღონდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სინამდვილეში, ევროპის რამდენიმე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მართლაც უფასოა, ოღონდ იქაური მოსახლეობა ისედაც, ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს და ველოსიპედებით გადაადგილდება. ტრანსპორტის დარგის პროფესიონალების შეფასებით, ანა დოლიძის იდეა უტოპიაა. საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ავტომობილებს ასე იოლად არ შეელევა და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდება.  


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×