რეზონანსი
03.05.2021

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას ტყუილის და ჭორის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე. არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა. მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ სინოფარმის აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.

ჩემი მოძღვარი, რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არა მგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში. რწმენა - სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა", - წერს ფანგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )