რეზონანსი
28.11.2022

მგონი, შალვა პაპუაშვილი ფურცლის ეკონომიას აკეთებს, სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაიგზავნოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიაში "ქართული ოცნება" პროექტს იმიტომ არ აგზავნის, რომ დოკუმენტი არ ასახავს იმას, რასაც ევროკომისია ქვეყნისგან ითხოვს.

„მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მოწოდებისა, ევროკომისრის განცხადებისა, რომელმაც გვითხრა - გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, "ქართული ოცნება" ცდილობს ეს კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. მათ არ სურთ ვენეციის კომისიაში გაგზავნა და ყველაფერს იგონებენ ამისთვის, რომ არ გაგზავნონ. მგონი, შალვა პაპუაშვილი აკეთებს ფურცლის ეკონომიას, სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგზავნოს და რატომ უნდა მიებას უკრაინულ თემატიკას, რომელიც ომის მდგომარეობაშია. პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ადგილობრივი ნიშან თვისებების გათვალისწინების გარეშე კანონის კოპირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×