რეზონანსი
02.07.2022

დაპირისპირება მოქმედ და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის - ფიზიკურ გაუსწორ ანგარიშსწორებას წინ სავარაუდო თაღლითობის ფაქტი უძღოდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი კი ქუთაისში მდებარე ბინა გახდა, რომელიც ჯემალ კაშიამ გივი ხურციძეს მოტყუებით მიაგირავა და 5 000 დოლარი გამოსძალა. ბინაში მალე რეალური მეპატრონე გამოჩნდა და ჯარისკაცის ოჯახს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ფართის დაცლა მოსთხოვა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ ბინა, რომელიც საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილმა ჯარისკაცმა საკუთარ ნათესავ სამხედროს მიაქირავა, სინამდვილეში სხვისგან ჰქონდა დაქირავებული და ქირის ფულსაც არ იხდიდა.

როგორც აღმოჩნდა, კაშია ბინის მესაკუთრე არასდროს ყოფილა. სინამდვილეში მის ოჯახს ფართი მესამე პირისგან ჰქონდა დაქირავებული და იმის გამო, რომ თანხას არ იხდიდა, მეპატრონემ ბინის დაცლა მოითხოვა. გივი ხურციძეს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ფართის დატოვება მოუწია.

სავარაუდო თაღლითობა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაზარალებულმა საკუთარი ნათესავისგან მოტყუებით მითვისებული 5 000 დოლარის დაბრუნება მოითხოვა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. პროკურატურამ საქმის ამ ეპიზოდზე ძალადობის მუხლით ბრალი ორივე მხარეს - დაზარალებულს და სავარაუდო თაღლითობის ავტორსაც წარუდგინა. გივი ხურციძე არ უარყოფს, რომ საკუთარ ნათესავთან ფულის გამოძალვის გამო ჩხუბი მოუვიდა.

თაღლითობასა და ძალადობაში მხილებული ჯემალ კაშია კი მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ის ირწმუნება, რომ პროვოკაცია მოუწყვეს და ამ მეთოდით შეზღუდეს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობა.

საქმეზე გამოძიება თაღლითობისა და ძალადობის მუხლებით გრძელდება. პროკურატურა ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს და სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×