რეზონანსი
17.05.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში იმ შედეგებზე საუბრობენ, რაც მარიუპოლის მცველებს გადაარჩენს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ეს პირები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაბრუნდებიან. სამხედრო განბლოკვა, სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში შეუძლებელია და არ შეიძლება არსებობდეს გადარჩენის სხვა ფორმულა, ვიდრე ის, რომელიც ამჟამად გამოიყენება. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო", - აღნიშნა ანა მალიარმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაარჩინოს უკრაინელი მებრძოლები.

„აზოვსტალის" ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 უკრაინელი სამხედრო გაიყვანეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×