რეზონანსი
21.06.2021

2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და 58-ე პოზიციიდან 56-ზე გადმოინაცვლა. კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია 165 ქვეყნის მდგომარეობა.

საქართველოს რეიტინგში მაქსიმალური 100 ქულიდან 72,2 აქვს მინიჭებული.

მდგრადი განვითარების რეიტინგი შედგენილია მდგრადი განვითარების 17 მიზნის გათვალისწინებით, რომელთა შორისაა სიღარიბე, შიმშილის არარსებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, შემცირებული უთანასწორობა, მშვიდობა, სამართალი და ძლიერი ინსტიტუტები და სხვა კრიტერიუმები.

მიმდინარე წლის მონაცემებით, მდგრადი განვითარების რეიტინგის პირველი სამეული ასე გამოიყურება - ფინეთი, შვედეთი და დანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×