რეზონანსი
08.05.2021

ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისთვის გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნიკანორ მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„დასავლელმა პარტნიორებმაც იციან და საზოგადოებამაც, რომ ნიკანორ მელია არანაირი პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეეცადა თავი დაეყენებინა კანონზე მაღლა, რის უფლებასაც არცერთი ჯანსაღად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არავის მისცემს. თუკი ის აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში, ეს იყო მისი გადაწყვეტილება.

ნიკანორ მელია გახდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი; ის ნებსით თუ უნებლიედ გაება მახეში და აღარ იცოდა რა ფორმით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ამ პროცესს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და მივიღებთ ამნისტიის შესახებ კანონს, რომელიც იქნება ერთგვარად „შერიგების დოკუმენტი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×