რეზონანსი
19.04.2021

მოულოდნელად სკანდალში გახვეულმა ბესო ზანგურმა იმ მდგომარეობაზე ისაუბრა, როგორშიც ახლა მისი ოჯახია. იგი ამბობს, რომ მას და მისი ოჯახს ყველა მხრიდან უმძიმესი დარტყმა მიაყენეს და თანაც უსამართლოდ.

"ჩემთვის ყველაზე მთავარია სიმართლის დადგენა, სიმართლე ისაა, რომ არა ვარ მოძალადე, 

სულიერად, მორალურად, მატერიალურად, ყველანაირად გადაგვიარეს. არ მძინავს თითქმის, დამამშვიდებელსაც ვერ ვსვამ ღამით, იმიტომ რომ რა დროს მოუნდება პოლიციას მოსვლა, არც ეგ ვიცი. ღამით შემომივარდნენ და ისე წამიყვანეს დაკითხვაზე. 

მაგათ სინდისზე იყოს, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ჩემ შვილებს რამე მოუნდებათ და დაჭირდებათ… დაარტყეს ჩემი შვილების ხვალინდელ დღეს. უფალს ვთხოვ, ყველას მიეგოს ისე, ისეთი სიმართლით, რაც ჩემზე თქვეს და დაწერეს. და რამდენჯერაც თავის შვილებს რამეს უყიდიან, იმდენჯერ ჩემი შვილები გაახსენდეთ.

ბოლოს, მინდა ჩემ მეგობრებს, ახლობლებს ვუთხრა დიდი მადლობა, გვერდში დგომისთვის. ხაზი უნდა გავუსვა ადვოკატ პაატა შავაძის გვერდით დგომას. პაატა საკმაოდ ძვირადღირებული ადვოკატია და გვერდით მიდგას ახლა სრულიად უანგაროდ – ამ სიკეთეს, ალბათ, ვერასოდეს გადავუხდი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადვოკატი მეყოლებოდა. აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემ მეუღლეს, რომელიც ჩავაყენე საშინელ მდგომარეობაში, დროებითია ეს მდგომარეობა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა, ამ წუთებში, ძალიან მძიმედ განიცდის", - განუცხადა "ალიას" მსახიობმა.

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )