რეზონანსი
18.04.2021

“ზოგადად დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ისაა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის გაწერილი”, – ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს, ხელს მოაწერს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტს. მისივე თქმით, პარტიაში და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

“ხელისმოწერას რაც შეეხება, გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. გვითხრეს, რომ გვექნება დრო, რომ ვიფიქროთ. რასაც ვაპირებ ის არის, რომ წავიდე, პარტიაში და სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას”, – თქვა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )