ია აბულაშვილი
10.08.2021

ქართული საეკლესიო მშენებლობაში, რომელიც მე-4 საუკუნიდან იწყება, ტაძრის დეკორს განსაკუთრებული ადგილდი ეკავა და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. შუა საუკუნეებიდან ქართულ ტაძრების მოპირკეთებაში შემოდის ქვაზე კვეთილი ჩუქურთმები, ორნამენტები და რელიეფები.

რელიეფებით მდიდარი იყო ბოლნისის, ოშკის, ნიკორწმინდის, საფარის, ანანაურის და ბევრი სხვა ეკლესიები. სწორედ ამ ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის მარგალიტია წებელდის კანკელის ფრაგმენტები, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტები ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებით. როგორც ხელოვნებთამცოდნეები აღნიშნავენ, ამ რაოდენობის ბიბლიური სიუჟეტებით შემკული კანკელი უცნობია ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში.

წებელდის კანკელის ფრაგმენტები მე-7-8 საუკუნით თარიღდება. კანკელის ორი ძირითადი ფილა მე-19  საუკუნეში გულრიფში, სოფელ წებელდასთან აღმოაჩინეს. დღეს ეს უნიკალური საეკლესიო ძეგლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×