გვანცა წულაია
13.12.2022

უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ლარის კურსის გამყარება შეუქცევადია. აღნიშნული ტენდენცია წლის ბოლომდე გასტანს და არსებობს იმის მოლოდინიც, რომ ლარმა პოციზიები მომავალ წელს უფრო მეტად გაიუმჯობესოს. მიმდინარე წლისთვის კი სპეციალისტები ორ პროგნოზს აკეთებენ. ნაწილი თვლის, რომ 2022 წლის მიწურულს კურსი დღეს მოქმედ ნიშნულზე - 2.67-2.68-ზე შენარჩუნდება. მეორე ნაწილი კი პროგნოზირებს, რომ ლარი კიდევ გამყარდება და 2.60-იანი ნიშნულის ფარგლებში იქნება.

გვანცა წულაია
13.12.2022

პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი იქნება. ცვლილების შედეგად პირველადი ტექდათვალიერების ღირებულება უცვლელი რჩება, ჯერჯერობით, მის გაძვირებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. განმეორებით ინსპექტირებაზე კი გარკვეული ტარიფი დაწესდება და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის გადასახადი სხვადასხვაგვარი იქნება. დამატებითი გადასახადის დაწესება მომართვიანობა გარვეულწილად იმოქმედბს, რომელიც ისედაც დაბალ ნიშნულზეა, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცენტრები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, რაც გადასახადის ზრდის წინაპირობას ნამდვილად ქმნის.

ქეთო გოგოხია
13.12.2022

ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავალი წელს რეკორდული არ იქნება, მაგრამ ნარინჯისფერი რთველის მიმართ მოლოდინი დადებითია, რის იმედსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები იძლევა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. 20-მდე საწარმო ჩაიბარებს მანდარინს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტოდაც. მაქსიმალური ღონისძიებები ტარდება, რომ ციტრუსის წარმოების, ასევე ექსპორტის საკითხებში არანაირი შეფერხება არ იყოს. მაქსიმალური ყურადღებაა, რომ ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს.

ქეთო გოგოხია
12.12.2022

ქართული წარმოების პროდუქტების უმეტესობა ქსელური მარკეტების დახლებზე ვერ ხვდება. კომპანიების დიდი ნაწილი ექსპორტზე გასვლას უფრო მარტივად ახერხებს, ვიდრე ადგილობრივი ბაზრის წამყვან ქსელებში პროდუქციის გაყიდვას. ამის მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერია, რის გადალახვაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უჭირთ. როგორც აღმოჩნდა, ყოველი 100-დან მხოლოდ 5 მეწარმე აკმაყოფილებს სავაჭრო ობიექტის პირობებს. საბოლოდ კი მაღაზიები პრიორიტეტს იმპორტულ ნაწარმს ანიჭებენ.

ქეთო გოგოხია
12.12.2022

ლარის თავბრუდამხვევმა გამყარებამ ტარიფებზე გავლენა მინიმალურ დონეზეც ვერ მოახდინა. სემეკის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გადასახადი შენარჩუნდა. მარეგულირებელი  წინასწარ პროგნოზს არ აკეთებს, მაგრამ,  დიდი ალბათობით, დენის ტარიფიც უცვლელად შენარჩუნდება, რაზეც ენერგეტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილება რეალურად შესაძლებელია კლების მიმართულებით, რადგან ლარის კურსი ამის საშუალებას იძლევა. ნაწილის აზრით, სექტორი რომ განვითარდეს, ტარიფი უფრო მაღალიც უნდა იყოს, მაგრამ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გამო, ერთადერთი გამსოავალი ტარიფის შენარჩუბაა.

გვანცა წულაია
12.12.2022

ზამთრის სეზონის დაწყებამდე, კურორტებზე მომსახურება საგრძნობლად გაძვირდა. სასტუმროების ერთ ნაწილში ფასთა სხვაობა, ჯერჯერობით, 10-15%-ია, მაგრამ იქამდე, ვიდრე თეთრი სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, ტარიფების გაზრდა კვლავ მოსალოდნელია და თანაც ისე, რომ შესაძლოა, ეს ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე "ძვირიც" კი აღმოჩნდეს.

თამარ ვეფხვაძე
09.12.2022

ნაძვი თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი წლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ საახალწლო ნაძვის ხეებად ევროპაშიც და ახლა უკვე ამერიკაშიც გამოყენებულია ქართული სოჭი.

ქეთო გოგოხია
08.12.2022

ლარის გამყარების ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება და კურსი 2,60-იან მაჩვენებელს მალე მიაღწევს. ამ მხრივ დიდ გავლენას ახდენს ჩრდილოეთიდან წამოსული კაპიტალის მაღალი აქტიურობა საქართველოში, რაც სპეციალისტების ვარაუდით, მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჩავლილია სეზონური გაუფასურების პერიოდი, რომელიც ტრადიციულად ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისშია, თანაც დოლარი სუსტდება საერთაშორისო ბაზარზე და ესეც ხელს უწყობს ლარის გამყარებას.

თიკა სიბოშვილი
07.12.2022

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ევროპაში ენერგორესურსების მხრივ რთული ვითარებაა. უკვე რამდენიმე თვეა გაზის ტარიფი პიკზეა, რის გამოც ევროკავშირმა ბუნებრივ აირზე ზღვრული ფასის დაწესების საკითხის განხილვა დაიწყო. ისინი ღირებულების შემცირებას განიხილავენ. თუ ნავთობის შემდეგ გაზზეც დაწესდება ზედა ზღვარი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან?

თიკა სიბოშვილი
07.12.2022

საქართველო ეკონომიკური ზრდით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესოა. 2022 წელი თავიდანვე მძლავრი მაჩვენებლით დაიწყო და სავარაუდოა, რომ ამ ფონზე 2023 წელი ისეთივე შთამბეჭდავი ვეღარ იყოს. ასეთი მოლოდინი აქვთ სპეციალისტებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ პირველ თვეებში მშპ გაიზრდება, თუმცა ტემპი შედარებით დაბალი იქნება.

ქეთო გოგოხია
06.12.2022

საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია დეკემბერშიც გაგრძელდება. რამდენ ხანს შენარჩუნდება ტრენდი, დამოკიდებული იქნება რუსულ ნავთობთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც ქართულ ბაზარზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით ვითარება ისეთია, რომ ევროპის მიერ 60-დოლარიანი ლიმიტის დადგენას შესაძლოა ,რუსული ნავთობის მკვეთრი გაიაფება მოჰყვეს. მართალია, დღესდღეობით ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს დეტალური პროგნოზი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, სამომავლოდ უფრო შემცირებული ფასი მივიღოთ.

გვანცა წულაია
06.12.2022

ბიზნესში კადრების პრობლემა სულ უფრო ღრმავდება. მუშახელს ყველა დარგი ითხოვს, მაგრამ დასაქმება დიდად არავის სურს. კერძო სექტორმა არსებული პრობლემის  (შრომის შეუსაბამო ანაზღაურება) გამოსწორება თითქოს დაიწყო, თუმცა ბაზარზე მაინც დიდი დეფიციტია. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, თუკი ბიზნესი ხელფასებს ზრდის, რატომ ვერ ხერხდება კადრების მოზიდვა?


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×