ქეთო გოგოხია
18.10.2022

რეგიონებში შეშაზე საჭიროება წელს ნაადრევად გაჩნდა. საქართველოს თითქმის ყველა რაიონში დიდი მოთხოვნაა. ფასი არ შეცვლილა და მოსახლეობას მისთვის განკუთვნილი შეშის ბილეთი ტყეკაფებში წელსაც 6 ლარი უჯდება, თუმცა საჭირო რესურსს უმეტესად ხალხი ადგილობრივებისგან იძენს და 1 მანქანა შეშაში 600 ლარს იხდის.ამის საშუალება კი უმეტესობას არ აქვს და შიშობს, რომ გამოზამთრება გაუჭირდება.

გვანცა წულაია
18.10.2022

სვანეთში მაინიგის პრობლემა ისევ აქტუალურია. როგორც დგინდება, კრიპტოვალუტების გამომუშავებისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო გამოყენება კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება. ამის გამო, შარშან ზამთარში კრიზისი შეიქმნა და სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდებოდა. უკეთესი მდგომარეობა, როგორც ჩანს, არც ამ ზამთარს იქნება.

გვანცა წულაია
18.10.2022

საქართველოს ისევ ძალიან მაღალი ინფლაციის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობს, რადგან მეორე მხრივ ფასები კატასტროფულად გაზრდილია. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი ინფლაცია არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა საქართველოში ეს თავში არავის მოსვლია. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარზე სრული განუკითხაობაა და ვისაც როგორ უნდა ფასს ისე ზრდის.

ქეთო გოგოხია
17.10.2022

საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა ყოველდღიურად ძნელდება. ამის მიზეზი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაზიდვების მკვეთრი ზრდა, ავტომობილების რაოდენობის მატება და ტურისტების მიმოსვლის გააქტიურებაა, რასაც მაგისტრალების გამტარუნარიანობა ვერ პასუხობს. საავტომობილო გზებზე კოლაფსია და ეს ვერ მოგვარდება, სანამ მაგისტრალის მშენებლობის მასშტაბური პროექტი არ დასრულდება.

ქეთო გოგოხია
17.10.2022

კლინიკებში ტარიფების ახალი მეთოდის შემუშავებას სპეციალისტების ნაწილი იწუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური მოდელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დიდი მოწონებით სარგებლობს, ქართველი ექსპერტების აზრით, ეს მიდგომა ქვეყანაში ვერ გაამართლებს, რადგან ხარისხი არ უმჯობესდება. დიდია ალბათობა, რომ კლინიკები პაციენტებს დამატებით თანხას  მაინც გადაახდევინებენ და ეს მახინჯი სისტემა ისევ იარსებებს. სპეციალისტთა მეორე ნაწილი ახალი სისტემის შეფასებისას უფრო ლოიალურია და მიაჩნიათ, რომ ცვლილების სწორად გატარება იძლევა შესაძლებლობას, პაციენტების ხარჯი შემსუბუქდეს და არც კლინიკები, აღმოჩნდეს წამგებიან პოზციციაში.

გვანცა წულაია
17.10.2022

სულ რამდენიმე დღეში საქართველოში ხორბლის შემოტანას შესაძლოა, ისევ პრობლემები შეექმნას. მიზეზი ამჯერადაც რუსეთია, რომელიც საექსპორტო გადასახადი მოულოდნელად მკვეთრად გაზარდა. არადა, რუსეთში ჭარბმოსავლიანობის ფონზე, არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა მცურავ ბაჟს საერთოდ გააუქმებდა, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება იმდენად პრობლემური, რომ საქართველოში ხორბლის შემოტანას ისევ პრობლემები შეექმნას და ქვეყანა კვლავ ფქვილის იმპორტზე გადაერთოს?

გვანცა წულაია
13.10.2022

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ნახტომისებურად გაძვირდა. თუკი 10 დღის წინ პროდუქციის ღირებულება ერთ ბარელზე 85 დოლარს შეადგენდა. ახლა უკვე 93-95 დოლარი ღირს. ამის მიზეზად "ოპეკი პლუსის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელდება. ორგანიზაციამ წარმოება მკვეთრად შეამცირა, რამაც სანავთობო ბაზარზე ფასების საგრძნობი გამოიწვია. როგორი შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, როგორც იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნისთვის, ეს გადაწყვეტილება?

ქეთო გოგოხია
13.10.2022

ასაწონი შაქარი დახლებიდან ისევ პირწმინდად გაქრა. დეფიციტურია შეფუთული პროდუქტიც, რომელიც სუპერმარკეტების მცირე ნაწილში იყიდება და 1კგ-ს ფასი 5 ლარს აღწევს. უკვე  3-4 დღეა, ხალხი შაქარს ვერსად ყიდულობს და დეფიციტის მიზეზზეც არავინ საუბრობს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეალიზაციის პრობლემას ბიზნესი ხელოვნურად ქმნის. ყველა პირობაა, რომ შაქარი უპრობლემოდ შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ დახლებზე ამ პროდუქტის ადგილი ცარიელია.

თიკა სიბოშვილი
12.10.2022

სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი სეზონის გახსნამდე ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ აქტიურობა უკვე შეინიშნება და მიმართვიანობაც მაღალია, რის გამოც სასტუმროს ტარიფებმა უკვე მოიმატა. არსებული ვითარების შემდეგ, რამდენად სავარაუდოა მომდევნო თვეებში, როცა აქტიურობა ბევრად მაღალია იქნება, ფასების კიდევ ზრდა? სასტუმროს მფლობელები ასეთ ტენდენციას აქედანვე ადასტურებენ.

გვანცა წულაია
12.10.2022

საქართველოში ჩამოსული მიგრანტების ნაწილი ქვეყანას ნელ-ნელა ტოვებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერჯერობით აქ დარჩენას აპირებენ. მათგან მიღებული სარგებელი ეკონომიკაში მცირედია, შესაბამისად, მიგრანტების ქვეყნიდან წასვლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკას დანაკარგი არ ექნება. ასეთია სპეციალისტთა ერთი ნაწილის მოსაზრება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მიგრაციის პირველი ნაკადისგან ქვეყანა სარგებელს ნამდვილად მიიღებს.

ქეთო გოგოხია
11.10.2022

რეგიონში საქართველოს პოზიციები სულ უფრო და უფრო მყარდება. ამ მხრივ იმედისმომცემია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საშუალო ხელფასის სიდიდით ჩვენ რეგიონში ვუსწრებთ ისეთ ინდუსტრიულ ქვეყნებს, როგორიც თურქეთი და აზერბაიჯანია, ვუტოლდებით სომხეთს და მხოლოდ რუსეთს ჩამოვრჩებით. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდეს.

გვანცა წულაია
11.10.2022

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული კვოტირების მოსახსნელად მზად არის. ასეთი ნაბიჯი ქვეყანაში ჭარბი მოსავლიანობით არის განპირობებული. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რუსეთის მოსალოდნელი გადაწყვეტილება იქიონიებს თუ არა რაიმე გავლენას საქართველოს ბაზარზე.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×