რეზონანსი
13.06.2024

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას შეფასებით, სავარაუდოდ, შეგნებულად მოხდა დესტაბილიზაცია სავალუტო ბაზარზე, რამაც ლარის კურსზე იმოქმედა.

„სიმართლე არის ის, რასაც ვამბობთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურებას არ განაპირობებს. პირიქით, ბოლო 12 თვეზე მეტია საკმაოდ მყარია ლარი, სტაბილურია ფინანსური ბაზარი და ამას ჩვენი ბიზნესი, მოსახლეობა შეეჩვია და ცხადია, გარკვეულ წუხილს იწვევს მერყეობები, რაც ბოლო დროს ხდება. თუმცა, როგორც გითხარით, შემოდინების თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, იმ პროგნოზებით, რასაც ჩვენი დონორები და პარტნიორები აკეთებენ ჩვენთან მიმართებაში, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია. 

რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრის მონაწილეები, ბიზნესი, საფინანსო სექტორი სწრაფად ხვდება და ერთმანეთისგან არჩევს ცრუ და სერიოზულ ინფორმაციას, ხედავენ, რომ ეს არის არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი, რომელიც აუარესებს მოლოდინს, მაგრამ ეს რისკები არ მატერიალიზდება. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში ბაზარი კვლავაც სტაბილური გახდეს“, - აღნიშნა თურნავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×