თამთა ჩაჩანიძე
04.06.2025

"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას წერილობით რეჟიმში აგრძელებს, ამჯერად ვრცელი მიმართვის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ადრესატი კი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2025

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებებს ოპოზიციის იმ ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. მათი განცხადებები კამპანიური ხასიათისაა და ძირითადად ემსახურება იმას, რომ „ლელო" არჩევნების ბოიკოტზე დაითანხმონ. ამის საპასუხოდ ლელოში აცხადებენ, რომ „ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი".

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2025

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის მოქალაქე და ეთნიკურად ქარველი 63 წლის ოთარ კობახიძე გააძევეს. მიზეზი ისაა, რომ კობახიძე აფხაზეთიდან დევნილია, რამდენიმე დღის წინ რუსული პასპორტით თავის ქალიშვილთან ერთად სოხუმში ჩავიდა, მშობლიური სახლი მოინახულა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.

მარიამ ვეკუა
03.06.2025

„ქართული ოცნება“ „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხს“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის და მათი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. მიზეზი ამ მედიასაშუალებების მიერ ისეთი შეფასებებისა და ტერმინების გამოყენებაა, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „კლანის მოსამართლე“ და სხვა. მმართველი პარტიის შეფასებით, ეს მაუწყებლობის შესახებ კანონის ახალ ნორმებს არღვევს. 

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2025

"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" უკვე ძალაშია და მის აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. "ოცნება" არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებს კანონის დამორჩილებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა "ზუსტად ისეთი იქნება როგორიც აშშ-ში".

მარიამ ვეკუა
02.06.2025

რუსეთი შავ ზღვაში ახალ საყრდენ წერტილს იმყარებს - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის გეგმების შესახებ ისაუბრა. ექსპერტები საფრთხეზე საუბრობენ: კრემლი ცდილობს, რეგიონში დაკარგული გავლენა სამხედრო მექანიზმებით აღიდგინოს, ექსპერტების თქმით, აშშ შავიზღვისპირეთის ამ ნაწილს არ დათმობს.

ნატალია ჯვარიძე
02.06.2025

ადგილობრივ არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი თვეა დარჩენილი და ამ დრომდე ცნობილია მხოლოდ ერთი პარტიის პოზიცია - გიორგი გახარიას „გახარია-საქართველოსთვის" არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ენმ და „ახალი" ჯერჯერობით უარზე არიან, კოალიცია „ძლიერი საქართველო" კი ამ ეტაპზე არ ახმოვანებს თუ რას აპირებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2025

უკრაინის უპრეცედენტოდ მასშტაბურ 1-ელი ივნისის სპეცოპარაციას კრემლის მაღალჩინოსნების სიტყვიერი მუქარა მოჰყვა. რა ქმედითი ნაბიჯებია მოსალოდნელი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რუსული დანაკარგი სერიოზულია, რის აღდგენის პერსპექტივა დღეს არ აქვს, ასევე რეპუტაციის თვალსაზრისით ესაა "სახეში შემოლაწუნება" პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის და მოლოდინია, რომ პასუხი შეიძლება "მტკივნეული" იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2025

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მოსახლეობასთან კამპანიას ატარებს - „დარჩი სალში". ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ბოიკოტი მნიშვნელოვანია და მათი ამოცანაა, რომ არჩევნები არ შედგეს და მასზე მილიონზე მეტი ადამიანი არ მივიდეს.

მარიამ ვეკუა
31.05.2025

თბილისში ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის 30 მაისის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული გადატვირთვის დასაწყისად მიიჩნევს. პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს შეხვედრა წინა შეხვედრებისგან განსხვავდებოდა და საუბარი იყო ჯანსაღი კუთხით ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია „ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია".

ნატალია ჯვარიძე
31.05.2025

ამერიკული „ფარას" ქართული ანალოგი, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, 30 მაისიდან უკვე ძალაში შევიდა. კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ეხება, ხოლო მისი დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების 5 წლით აღკვეთით. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამორიცხული არაა, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტოს და ასევე, ახალი „ენჯეოები" შეიქმნას.

მარიამ ვეკუა
30.05.2025

საქართველოს საკითხი ნატო-ს გაფართოების სადავო დღის წესრიგში დაბრუნდა - ტრამპის მრჩეველი პუტინთან გარიგებაზე საუბრობს, სადაც საქართველოსა და მოლდოვის მომავალიც განიხილება. ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსთვის სკამის გამოყოფაზე აკეთებს აქცენტს, „ოცნება" ამბობს, რომ „დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან დალაგდებიან", დასავლელი ლიდერები კი კრემლთან კომპრომისის პოლიტიკას ფატალურ შეცდომად განიხილავენ.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×