მარიამ ვეკუა
16.06.2025

ყოფილი პრემიერი და „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩორჩანას საკითხზე დამატებითი კითხვებისთვის უნდა გამოკითხონ. ოპოზიცია ამ პროცესს შანტაჟად და პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს, მმართველ პარტიაში კი მიანიშნებენ, რომ დანაშაულზე პასუხი ყველა უნდა აგოს.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2025

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი თანდათან მწვავე ხასიათს იღებს, მძლავრი საჰაერო იერიშები ორივე მხრიდან მესამე დღეა არ წყდება, ისარელის ხელისუფლების განცხადებით, არ არსებობს მშვიდობიან მოსახელობაზე ფიზიკური ზიანის მიყენების გაზრახვა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობა მასობრივად გადის განსაკუთრებით თეირანიდან.

ნატალია ჯვარიძე
16.06.2025

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე აღნიშნული კვლევის შედეგი ვერ იმოქმედებს.

ნატალია ჯვარიძე
15.06.2025

„ქართულმა ოცნება" გადაწყვიტა სოფელ ჩორჩანაში მომხდარი 6 წლის წინანდელი ამბავი გამოიძიოს. ამის საფუძველზე მაშინდელ შს მინისტრსა და ამჟამად ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას შესაძლოა ბრალი წაუყენონ. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს, სადაც გახარიას პარტიას, სხვე რეიტინგული ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობა.

მარიამ ვეკუა
15.06.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია - წინასწარ პატიმრობაში არიან. სასამართლო განხილვები გრძელდება და წარდგენილი ბრალის მიხედვით, მათ 1 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს კი ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივ არჩევნებს ისინი პატიმრობაში შეხვდებიან. როგორ იმოქმედებს ეს არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით მიმდინარე დისკუსიაზე, ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტზე და ზოგადად, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე?

თამთა ჩაჩანიძე
14.06.2025

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასასრულს უახლოვდება და ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის 12 მანდატის საკითხი. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს მანდატები აუცილებლად გაუქმდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ცესკო-ში თავისი საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, დღის წესრიგში შემოდის სიის მომდევნო თორმეტეულისთვის უფლებამოსილების ცნობა. 

თამთა ჩაჩანიძე
14.06.2025

ისრაელის მიერ 13-14 ივნისის ღამეს ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმის შედეგად რადიაციამ გაჟონა და ეს შაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, ეს ინფორმაცია ეყრდნობა ირანის ხელისუფლების მიერ სააგენტოსათვის მიწოდებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით რადიაციის დონე გაზრდილია მხოლოდ ამ ბირთვულ ობიექტების ტერიტორიაზე. ისრაელის პრემიერმა კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამების გულს დაარტყეს, რომლის შედეგად განადგურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურანის გამამდიდრებელი ყველაზე დიდი ობიექტი ქალაქ ნათანზში.

მარიამ ვეკუა
13.06.2025

თბილისში 14 ივნისს ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა საპროტესტო აქციები: თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტები მათე დევაძის 4,5 წლით პატიმრობას აპროტესტებდნენ, მეორე აქცია კი პოლონეთის საელჩოსთან - პრემიერ დონალდ ტუსკის 11 ივნისს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ორივე აქცია გზის გადაკეტვით და სამართალდამცავების გაფრთხილებით გაგრძელდა, თუმცა მასშტაბური დაპირისპირება არ დაფიქსირებულა.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2025

პარასკევს ოპოზიციის მორიგი ლიდერი დააპატიმრეს - ნიკა გვარამიას გირაო პატიმრობით შეეფარდა, ის რუსთავის ციხესთან თავად მივიდა და როგორც "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ეს შესაძლოა პიარული გათვლა ყოფილიყო საკუთარ ამომრჩეველზე, ან ერთ-ერთი მიზანი ისიც იყოს, რომ დასავლეთიდან უფრო მძაფრი რეაქცია წამოვიდეს.

მარიამ ვეკუა
13.06.2025

ნიკა გვარამიას, ოქტომბერში მეორე ადგილზე გასული „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივნისს პატიმრობა შეუფარდა - 30 000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობამ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე მიიყვანა. ოპოზიცია მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და გავარამიას სოლიდარობას უცხადებს, მმართველი გუნდი კი ოპოზიციონერების მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2025

მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ეროვნული ყრილობის ჩატარებას აანონსებს, ამბობს, რომ უნდა შეიქმნას მესამე რესპუბლიკა, ის იხსენებს 1918-21 წლების, ასევე 1991 წლის მოვლენებს და აცხადებს, რომ დღეს "მთავრობა მომსახურების ზონიდანაა გასული დასაჭიროა, რომ ქვეყანაში სამართალი დაბრუნდეს.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2025

პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის განცხადებას "ოცნებაში" შანტაჟს და სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებენ. ოპოზოციაში კი მიაჩნიათ, რომ პოლონეთის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს, იმას, რომ პროცესმა შესაძლოა სერიოზული სახე მიიღოს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×