თამთა ჩაჩანიძე
15.09.2024

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწვავედ კრიტიკული შეფასება აქვს ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის ნათქვამი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ანტისახელწიფოებრივია და რომ საქართველოს ბოდიშის მოსახდელი არაფერი აქვს. იგივე პოზიცია აქვს საზოგადოების მნიშნელოვან ნაწილს. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობენ, თუ რა გაგრძელება ექნება ამას საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიი მოსაზღვრედ, ზუგდიდში გამართულ „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

ელზა პაპოშვილი
14.09.2024

მმართველი გუნდი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ  ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება. რამდენად საფუძვლიანია „ქართული ოცნების“ ეს ბრალდებები და რა პროცესები გველოდება ოქტომბრის ბოლოს? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე საუბარი მმართველი პარტიის პიარის ნაწილი. სხვების აზრით კი, ოპოზიციას ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში მოსვლა და თუ ეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით ვერ მოხერხდა, 27-დან ამას უკვე სხვა გზებით შეეცდებიან.

ნატალია ჯვარიძე
14.09.2024

ოპოზიცია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საარჩევნო სიების შედგენისას და არ უნდა შეიყვანოს მასში „მერყევი ელემენტები". ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს და ოპოზიციას ახალ საფრთხეზე მიუთითებს - „ქართული ოცნება" არჩევნებზე ვერ შეძლებს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას და ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტში გასული დეპუტატების გადაბირებას შეეცდება. რას ნიშნავს სააკაშვილის ეს განცხადება და რომელ ოპოზიციური პარტიების სიებში შეიძლება იყვნენ ასეთი „მერყევი ელემენტები"?

ელზა პაპოშვილი
13.09.2024

“ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი“ - ეს არის გზავნილი „ოცნებისთვის“, რომელიც მან მორიგ ჯერზე ამერიკისგან მიიღო.  სენატორმა ჯიმ რიშმა, რომელიც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას კურირებდა და ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა,  სენატში გამართულ მოსმენაზე  განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართა.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2024

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია „საქართველოსთვის" „არცერთ შემთხვევაში, არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დაუშვებს" არც „ოცნებასთან" და არც ენმ-სთან და თუკი პარტიის ხმები იქნება გადამწყვეტი, მაშინ მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიზიდვა სურს.

ნატალია ჯვარიძე
13.09.2024

„არჩევნებამდე შეერთებული შტატების მხრიდან არავითარი დათმობა არ იქნება, ხოლო არჩევნები გადაწყვეტს ამერიკის დამოკიდებულებას და გადაწყდება საერთოდ დარჩეს თუ არა ელჩი აქ, ანუ ჰქონდეს თუ არა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2024

ოპოზიციონერი დეპუტატები ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, აშშ-ში გაემგზავრნენ. ჯაფარიძემ ვიზიტის დეტალები არ დააკონკრეტა. მმართველ პარტიას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის, 27 ოქტომბრისთვის ემზადება და შეერთებულ შტატებში „ინსტრუქციების მისაღებად" წავიდა.

ელზა პაპოშვილი
12.09.2024

ამერიკიდან „ქართული ოცნების" მისამართით მორიგი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. „თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიულ ზრდას შეაფერხებს", - თქვა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

ნატალია ჯვარიძე
12.09.2024

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე პლაკატებს აკრავდნენ, გაურკვეველი პირები დაუპირისპირდნენ და პლაკატების გაკვრაში ხელი შეუშალეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც - ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" გაავრცელა. აქტივისტები ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შეხლა-შემოხლას.

ნატალია ჯვარიძე
12.09.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან თითქმის 2 კვირა გავიდა და ისევ უცნობია, რა გადაწყვეტილებას იღებს „გამჭვირვალეობის კანონზე". ოპოზიცია დროის ასე გაწელვას სასამართლოს იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც არჩევნების წინ კანონის შეჩერებას გულისხმობს. სასამართლოს ამგვარი პოზიციის მიზეზებზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია.

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2024

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში წინასაარჩევნო დებატების საკითხი თანდათან აქტუალური ხდება - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის მთავარი სივრცე პარლამენტია, ოპოზიციას კი მინიმუმ ექვსჯერ ჰქონდა მასთან დებატების შანსი, თუმცა „გაურბის". რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, პრემიერი ამბობს, რომ ამისთვისაც მზად არის, თუმცა განცხადებას ოპოზიციისგან გამოხმაურება არ ჰქონია.

ელზა პაპოშვილი
11.09.2024

რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველი ნომერი ყოფილიყო და რას შეცვლის ივანიშვილის ფაქტორი „ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებზე? -მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება. ეს მნიშვნელობა კი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაშია. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×