თამთა ჩაჩანიძე 30.09.2024

„მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ" - დედაქალაქის მერი კახი კალაძე თავს არიდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს, თავადაც არის თუ არა აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა შორის. თუმცა ამბობს, რომ უცხოურ ბანკებში თანხებს აღარ ინახავს, რადგან „აღარ ენდობა".
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2024

ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენა თანდათან „ქართული ოცნების" მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება, ხოლო მოსკოვი კი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში მიანიშნებს, რომ ეს შესაძლოა რეალური იყოს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამაში კოორდინირებულ მოქმედებას ხედავს და მიიჩნევს, რომ კრემლი, ამ და კიდევ სხვა მეთოდებით, ირიბად ეცდება ქართველ ამომრჩევლებზე „ოცნების" სასარგებლოდ გავლენის მოხდენას. მეორე ნაწილის აზრით კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე „ოცნებას" კარტები ბოლომდე გახსნილი არ აქვს".
|
ელზა პაპოშვილი 29.09.2024

ცდილობს თუ არა ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნების წინ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას? - სწორედ ეს ეჭვი აქვს მესამე სექტორს და ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ფაქტურად ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, ცდილობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.09.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კომრპომატების ომის დაწყებას აანონსებს. ამბობს, რომ „ქართული ოცნება", ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, „სხვადასხვა ჩანაწერებს გამოყრის", რომელთანაგ ნაწილი შეიძლება ავთენტური იყოს და ნაწილი დამუშავებული. ვიხილავთ თუ არა კომრომატების ომს საარჩევნო პროცესში და რა ტიპის მასალები შეიძლება გამოაქვეყნონ მხარეებმა?
|
ელზა პაპოშვილი 27.09.2024

შესაძლოა თუ არა საქართველო უკრაინას შორის ახალი დიპლომატიური სკანდალი დაიწყოს? ამის მიზეზი კი ქვეყანაში ახალი ბანერების გამოჩენაა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოებს იყენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.09.2024

„ოცნება", ცესკოში დარეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ამას სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა, სადაც განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ჩატარებული კვლევით, 49 ორგანიზაციიდან, 26 ოპოზიციის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ესაა საფუძვლის მზადება, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
|
ნატალია ჯვარიძე 27.09.2024

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს. ავტორიზაციის საბჭომ ჩათვალა, რომ უნივერსტიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისი ოქმი კი რამდენიმე დღეში გადაეცემა. უნივერსიტეტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის სააპელაციო კომისიაში გასაჩივრებას გეგმავს. ილიაუნის პროფესორთა გარკვეული ნაწილი ამას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ექსპერტთა მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.09.2024

აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები თანდათან იძაბება, ნიუ-იორკიდან დაბრუნებული პრემიერი ირაკლი კობახიძე ამაში პასუხისმგებლობას ამერიკულ მხარეს აკისრებს და ვაშინგტონი-თბილისის ურთიერთობების არსებულ სტატუს-კვოს გადახედვას აპირებს. ამბობს, რომ „ასე არ უნდა გაგრძელდეს".
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2024

პოლიტიკურმა პარტიებმა ვადის ამოწურვის პარალელურად, საარჩევნო სიები გაასაჯაროვეს, რაც ნაწილობრივ მონახაზს ქმნის თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მომავალ პარლამენტში. სიებში არიან, როგორც უკვე კარგად ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსები, ისე ბიზნესმენები, იურისტები, სპორტის, ხელოვნების თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები და უცნობი სახეები.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2024

ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2024

სადამდე შეიძლება საქართველო ამერიკის ურთიერთობა დაიძაბოს და რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე ჯერ დაპატიჟეს, შემდეგ კი მიწვევა გაუუქმეს?
|
ნატალია ჯვარიძე 25.09.2024

„ზალკანიანს გამოიწვევენ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო ის, რაც საჭირო იყო, თუმცა ეს მისი კი არა, ქართული პოლიტიკის და მმართველი გუნდის ბრალია. იმ გუნდის, რომელიც მხოლოდ თავის თავს უსმენს და არა სხვას. ვინც მარტო საკუთარ თავს უსმენს, ის ყოველთვის მარცხდება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|