ელზა პაპოშვილი
07.10.2024

ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ამ საკითხებზე პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებულ ლიდერებს მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს. 

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2024

მომავალ დღეებსა და კვირებში საქართველოს საკითხს ევროპარლამენტი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები განიხილავენ. ეს კი თბილისში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის თქმით, "კარგის ნიშანი არ არის".

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2024

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ წამოიწყო. გადაწყვეტილების მიზეზად კვლავ უნებართვო ვიზიტები სახელდება, რომელიც ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში ევროპული ტურნეს ფარგლებში განახორციელა და პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას მთავრობის თანხმობა არ ჰქონია.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2024

არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა, პოლიტიკიური ძალები აქტიურად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებსა და დედაქალაქში. ცალკეული ანალიტიკოსები და პოლიტიკოსებიც მიუთითებენ, რომ ეს პროცესი, სხვა წინა არჩევნებთან შედარებით, უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს და თუ ცალკეულ უნმიშვნელო ექსცესებს არ ჩავთვლით, სერიოზული ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. რა არის ეს - სიმშვიდე გარდაუვალი ქარიშხალის წინ, თუ მოქალაქეებში თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის მაჩვენებელი?

ნატალია ჯვარიძე
06.10.2024

საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, რეგისტრაცია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შაბათს გამართული ხმაურიანი სხდომის შემდეგ გააკეთა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია თავის გამარჯვებად მიიჩნევს.

ელზა პაპოშვილი
05.10.2024

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. მას სურს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც, არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში. სავარაუდოდ ვისი კანდიდატურა შეარჩია პრეზიდენტმა და რამდენად მისაღები იქნება იგი „ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიებისათვის?

ნატალია ჯვარიძე
05.10.2024

ენმ-სა და „ახალის" შორის წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირება მოხდეს, რასაც რამდენიმე მიზეზი იქნება - ამის შესახებ „ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს. იგი იმაზეც მიანიშნებს, რომ „ახალმა" მხარდამჭერების ნაწილთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობას" დამფინანსებლებიც წაართვა. რამდენად შესაძლებელია ეს ამ ორ პოლიტიკური ძალას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს?

ელზა პაპოშვილი
04.10.2024

თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. 

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2024

„დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - ეს, თბილისში აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთი ბოლო ბანერ-პოსტია, რაც 4 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოქვეყნა. "ოცნებამ" ტრადიციულად უპასუხა, რომ საელჩოს გვერდის "მართვითი ფუქნცია ნაცმოძრაობას აქვს". გარდა ამისა, მმართველი პარტია შეერთებულ შტატებს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ნატალია ჯვარიძე
04.10.2024

კრემლმა უკვე მიიღო თავდაცვის უწყების წინადადება სამხედრო ბაზის ასაშენებლად სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, - ამის შესახებ რუსული გამოცემა „სპუტნიკი" წერს. ცხინვალის მხრიდან მიწის გადაცემა ბაზის აშენებისთვის ანალიტიკოსებს სავსებით რეალურად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ეს სჭირდებათ საქართველოზე სამხედრო საფრთხის პირობების შესაქმნელად.

თამთა ჩაჩანიძე
03.10.2024

„ოცნება", აშშ-ს საელჩოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, კონკრეტულად კი საქმე ეხება ბანერის სახით გამოქვეყნებულ იმ სტატუსს, სადაც დატანილია, რომ „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება". ბოლო დღეებში, საელჩო სოციალურ ქსელის მეშვეობით ხშირად აკეთებს განცხადებებს და აფასებს როგორც „ქართულ ოცნების" ისე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს. თვალსაჩინოებისთვის განცხადებას თან ერთვის რუკა, ან დიაგრამა.

ნატალია ჯვარიძე
03.10.2024

ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ. მე მათ ვთავაზობ, რომ ტექნიკური მთავრობა შექმნან, - ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვას, „არჩევნების შემდეგ კვლავ გექნებათ ინსტიტუციური როლი მთავრობის შემადგენლობაში. უკვე გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნან კოალიცია საკმაოდ ფრაგმენტულ ოპოზიციასთან?"


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×