თამთა ჩაჩანიძე
19.09.2024

გახარია-ხაზარაძის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების გამო, ჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ რა ფორმით და ფორმულით წარსდგება ოპიზიცია არჩევნებზე. თავად ოპოზიციურ ფლანგზე ამბობენ, რომ ერთი ნაბიჯი აშორებთ სამი დიდი ბლოკის ჩამოყალიბებამდე, რომელიც „ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" დამარცხების ტოლფასი იქნება".

თამთა ჩაჩანიძე
18.09.2024

გაეთიანებასთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძისა და პარტიის „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიას მოლაპარაკების მეორე რაუნდი 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მხარეები პირდაპირ არ ასახელებენ, თუ რა უშლის ხელს გაერთიანებას. ანალიტიკოსების შეფასებით კი, სავარაუდოდ, ეს არის ახალ გაერთიანებაში გახარიას სტატუსი და ასევე ერთიანი საარჩევნო სიის შედგენის ფორმულა.

ელზა პაპოშვილი
18.09.2024

ოპოზიციურ პარტიებს ცესკოში თავისი საარჩევნო სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ, თუმცა, ჯერჯერობით სიის პრეზენტაცია მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა. რატომ არ ჩქარობენ პარტიები, რამდენად რთულად მიმდინარეობს სიების ფორმირების პროცესი და ხომ არ ვიხილავ ამის საფუძველზე ახალ პოლიტიკურ სკანდალებს?

ნატალია ჯვარიძე
18.09.2024

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა. ამ ფონზე კი, კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება. შეცვლის თუ არა რამეს ეს ვიზიტი და რას ჩამოიტანს პრემიერი ამერიკიდან?

ელზა პაპოშვილი
17.09.2024

საქართველო ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის ზღვარზეა - პრეზიდენტის შუამავლობით ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა შედგა, თუმცა ხაზარაძემ საბოლოო გადწყვეტილების მისაღებად და გუნდთან მოლაპარაკებისთვის კიდევ ერთი დღე ითხოვა. შეთანხმდნენ მთავარზე - იმოქმედებენ ერთად, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან გაუშვან. ახლა კი უნდა გაირკვეს, გადიან თუ არა არჩევნებზე ერთიანი სიით.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2024

სანქციების მორიგი ტალღა აშშ-სგან - სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში 4 ადამიანი ცნობილ „მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა, ფინანსური სანქციები დაუწესა. 60-ზე მეტ ადამიანსა და მათი ოჯახის წევრებისთვის კი სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ანალიტიკოსთა შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქართველი ამომრჩევლების განწყობაზე, ისე ზოგადად ქართველ ჩინოვნიკებზე.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2024

უკრაინამ მსოფლიო მასშტაბით ისეთ რუსულ სამხედრო ბაზებზე დაიწყო ნადირობა, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში აქტიურად იყენებს. მედიის ცნობით, უკრაინელი სპეცრაზმელები თავს დაესხნენ სირიაში მდებარე ბაზას, სადაც რუსები აწარმოებდნენ და ცდიდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს. რამდენად შესაძლებელია, რომ იგივე რამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე მოხდეს?

ნატალია ჯვარიძე
17.09.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოხუმიდან და ცხინვალიდან უკვე გამოეხმაურნენ. აფხაზური მხარე შესაძლო ბოდიშს მიესალმება და ამბობს, რომ „ეს შეიძლება კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს". ცხინვალში კი მიიჩნევენ, რომ ბოდიშის მოხდისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გარდა, საქართველომ მათ გუდაური და თრუსოს ხეობა უნდა გადასცეს.

ნატალია ჯვარიძე
17.09.2024

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მე-5 დღეა უშედეგოდ ელოდება პრემიერის, ირაკლი კობახიძის პასუხს, დათანხმდება თუ არა მის შეთავაზებას დებატებში მონაწილების შესახებ. ამაზე თავად კობახიძეს განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ „ოცნების" წევრები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ვაშაძე ირაკლი კობახიძის დონის არაა და დებატებზე არ დაუჯდება. უნდა დათანხმდეს თუ არა კობახიძე ვაშაძის გამოწვევას და თუ არ დათანხმდა, როგორ აღიქვამს დებატებზე მის უარს ამომრჩეველი?

ნატალია ჯვარიძე
16.09.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოსთის" გაერთიანებაზე. მან ინიციატივას სრული მხადარაჭერა გამოუცხადა და მოლაპარაკების ბოლო ეტაპის გასავლელად მხარეები ხვალ, ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის.

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2024

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბევრ რამეში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მისი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მათი ალიანსი შესაძლოა მხარეების ელექტორატისთვის მისაღები არ იყოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მათ გაერთიანებას მხარდაჭერას უცხადებს და 17 სექტემბერს ორივე ძალას ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, „რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს".

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2024

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მმართველ პარტიას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და „აქედანვე ამზადებს საბაბს". თავად ოპოზიციას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და საარჩევნო კამპანიას ეწევა რეგიონებში.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×