რეზონანსი
06.06.2026

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 148 დოლარით დაეცა და 4 328 დოლარი შეადგინა.

„გოლდ პრაისის“ მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 3.3%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ოქრო 4.7%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.

მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 5.9 დოლარით (-8%) შემცირდა და 1 უნცია 67.84 დოლარი გახდა. მიუხედავად დღიური კლებისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 7.4%-ით გაძვირდა, ხოლო წლიურად 105%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქაც შემცირდა როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ფასი. კერძოდ, ოქრო ერთ დღეში 8 ლარით გაიაფდა, ვერცხლი კი 0.1 ლარით. დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 388 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გუშინ მისი ფასი დაახლოებით 396 ლარი იყო. საქართველოში ვერცხლის ფასი დღეს 6.2 ლარს შეადგენს, გუშინ კი 6.3 ლარი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×