რეზონანსი
06.06.2026

ოპოზიციაში არანაირი დიალოგი და ერთობა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ მათი გაყრა და შეყრა, ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარკვეულწილად ერთი და იგივე იდეოლოგიისა და მიზნების მატარებელია, საბოლოო ჯამში, მათ შორის შინაარსობრივად და პიროვნულად გადაულახავი წინააღმდეგობებია, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რაოდენ ყალბი იყო პროპაგანდა, მათ შორის, არჩევნების წინ, რომ გინდა თუ არა ქვეყნისთვის მხოლოდ კოალიციური მმართველობაა გამოსავალი. ნათელია, ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, რას დამართებდნენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ მათი გაყრა და შეყრა, ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება. ისიც, მათი ნაწილი აღიარება, რომ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო, ადასტურებს, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება იყო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×