რეზონანსი
11.05.2026

ინდოეთის PRAHAAR დოქტრინა, რომელიც 2026 წლის თებერვალში იქნა წარდგენილი, ქვეყნის პირველი ყოვლისმომცველი ანტიტერორისტული ჩარჩოა, რომელიც ინდოეთის რეაქტიულ უსაფრთხოების პოზიციას კოორდინირებულ, დაზვერვაზე დაფუძნებულ სტრატეგიად გარდაქმნის. ვინაიდან ტერორისტული ქსელები სულ უფრო მეტად იყენებენ ციფრულ პლატფორმებს, საზღვაო მარშრუტებსა და ტრანსნაციონალურ კავშირებს, PRAHAAR ინდოეთს აძლევს შესაძლებლობას, უფრო დიდი როლი შეასრულოს ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაძლიერებაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

კომენტარი

ტერორიზმი აზიაში დიდი ხანია გასცდა ეროვნულ საზღვრებს. მებრძოლთა ქსელები, ციფრული პროპაგანდის ეკოსისტემები და უკანონო დაფინანსების არხები ახლა შეუფერხებლად მოქმედებენ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც აკავშირებს კონფლიქტის ზონებს ქაშმირიდან მინდანაომდე საზღვაო დერეფნების, დაშიფრული კომუნიკაციებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელების მეშვეობით. თუმცა, სამთავრობო რეაგირება კვლავ ფრაგმენტულია და უფრო მეტად შიდა იმპერატივებით არის განპირობებული, ვიდრე კოორდინირებული რეგიონული სტრატეგიებით. ეს შეუსაბამობა ტრანსნაციონალურ საფრთხეებსა და ეროვნულ ჩარჩოებში მოქცეულ რეაგირებას შორის კვლავ ქმნის სტრუქტურულ მოწყვლადობას ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

ინდოეთის ახლად ჩამოყალიბებული ანტიტერორისტული დოქტრინა, PRAHAAR, მიზნად ისახავს ამ დისბალანსის აღმოფხვრას. 2026 წლის თებერვალში წარდგენილი PRAHAAR წარმოადგენს ნიუ-დელის პირველ ყოვლისმომცველ ეროვნულ ანტიტერორისტულ ჩარჩოს. იგი აგებულია შვიდ სვეტზე – საფრთხეების პრევენცია, საფრთხეებზე რეაგირება, შიდა შესაძლებლობების აგრეგაცია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი პირობების შესუსტება, საერთაშორისო ძალისხმევის შესაბამისობაში მოყვანა და აღდგენა და მდგრადობა – და ახდენს მანამდე არსებული პრაქტიკის ფორმალიზებას სტრუქტურირებულ, მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიად. მიუხედავად იმისა, რომ იგი პირველ რიგში ინდოეთის შიდა უსაფრთხოების არქიტექტურის გასაძლიერებლად არის გამიზნული, მისი გავლენა სცილდება სუბკონტინენტის ფარგლებს, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის.

ეს დოქტრინა ჩნდება იმ დროს, როდესაც რეგიონული საფრთხის გარემო სულ უფრო კომპლექსური ხდება. ახლო აღმოსავლეთში ISIS-ის ტერიტორიული დამარცხებისა და ინდონეზიაში ჯემაა ისლამიას (Jemaah Islamiyah) ფორმალური დაშლის მიუხედავად, ჯიჰადისტური ქსელები კვლავ მდგრადობას ინარჩუნებენ. დაბრუნებულმა უცხოელმა მებრძოლებმა, ონლაინ რადიკალიზაციის გზების გავრცელებამ და ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის მზარდმა კონვერგენციამ რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი გარდაქმნა. ამ კონტექსტში, PRAHAAR მიანიშნებს ინდოეთის განზრახვაზე, არა მხოლოდ დაიცვას თავი ტერორიზმისგან, არამედ უფრო აქტიური როლი ითამაშოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უფრო ფართო ანტიტერორისტული წესრიგის ჩამოყალიბებაში.

სწრაფი რეაგირებიდან სტრატეგიულ დოქტრინამდე

ინდოეთის ანტიტერორისტული პოზიცია უფრო მეტად კრიზისების საპასუხოდ ჩამოყალიბდა, ვიდრე წინასწარ გააზრებული გეგმის მიხედვით. მსხვილმა თავდასხმებმა, მათ შორის 2001 წლის თავდასხმამ ინდოეთის პარლამენტზე, 2008 წლის მუმბაის თავდასხმებმა და 2025 წლის ფაჰალგამის თავდასხმამ — რომლებიც დაკავშირებულია პაკისტანში ბაზირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა „ლაშქარ-ე-ტაიბა“, „ჯაიშ-ე-მოჰამედი“ და „წინააღმდეგობის ფრონტი“ — გამოავლინა კრიტიკული სისუსტეები სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების, კრიზისების კოორდინაციისა და საგამოძიებო შესაძლებლობების კუთხით. ამას მოჰყვა ინსტიტუციური რეფორმები, რაც ყველაზე მეტად გამოძიების ეროვნული სააგენტოს შექმნასა და სადაზვერვო კოორდინაციის მექანიზმების გაფართოებაში გამოიხატა. თუმცა, ეს ძალისხმევა მეტწილად რეაქტიული დარჩა და მას აკლდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული ჩარჩო.

PRAHAAR ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას ინდოეთის მიდგომის დოქტრინაზე დაფუძნებულ სისტემაში კონსოლიდირების გზით. მის საფუძველს წარმოადგენს გადასვლა დაზვერვაზე დაფუძნებულ კონტრტერორიზმზე, რომლის საყრდენსაც ისეთი ინსტიტუტები წარმოადგენენ, როგორიცაა მრავალუწყებრივი ცენტრი (Multi-Agency Centre) და დაზვერვის ერთობლივი ოპერატიული ჯგუფი (Joint Task Force on Intelligence). რეალურ დროში ინფორმაციის გაზიარებისა და სადაზვერვო მონაცემების შერწყმის ინსტიტუციონალიზაციით, დოქტრინა მიზნად ისახავს იმ ოპერატიული ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც მანამდე თავდასხმების შეუმჩნევლად დარჩენის საშუალებას იძლეოდა.

ოპერატიულად, PRAHAAR რეაგირების მრავალშრიან მოდელს იყენებს. ადგილობრივი პოლიცია მოქმედებს როგორც პირველადი რეაგირების ძალა, რომელსაც მხარს უჭერს შტატის დონის სპეციალიზებული ქვედანაყოფები და ცენტრალური ძალები. მაღალი ზემოქმედების მქონე ინციდენტების დროს, ელიტური ქვედანაყოფები, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების გვარდია, უზრუნველყოფენ სწრაფ ინტერვენციას, ხოლო გამოძიების ეროვნული სააგენტო კოორდინაციას უწევს გამოძიებებს. ეს მიდგომა ხაზს უსვამს კოორდინაციას და არა ცენტრალიზაციას, რაც ასახავს ინდოეთის ფედერალურ სტრუქტურას და, ამავდროულად, აგვარებს დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ბიუროკრატიულ ფრაგმენტაციას.

არასახელმწიფო აქტორები და საფრთხის დინამიკის არსებობა

პაკისტანთან დაკავშირებული არასახელმწიფო აქტორების მუდმივი როლი კვლავ რჩება ინდოეთის კონტრტერორისტული პოზიციის მთავარ მამოძრავებელ ძალად და ხაზს უსვამს პრაჰაარის (PRAHAAR) აქტუალობას. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ქსელები არ არის სტატიკური, არამედ სულ უფრო მეტად ადაპტირებადია. მაგალითად, ტერორიზმის დაფინანსების მექანიზმებმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადეს, რაც გამოიხატება ციფრული საფულეებისა და კრიპტოვალუტების მეშვეობით განხორციელებულ დაშიფრულ ტრანზაქციებზე მზარდ დამოკიდებულებაში, რაც ართულებს მათ გამოვლენასა და აღსრულებას.

ორგანიზაციულ დონეზე შეინიშნება განახლებული გაფართოებისა და დივერსიფიკაციის ნიშნები. გავრცელებული ინფორმაციით, Jaish-e-Mohammad-მა გააფართოვა თავისი რეკრუტირების ბაზა სპეციალური ქალთა ფრთის, „Jamaat-ul-Mominat“-ის შექმნით, რაც მიუთითებს საზოგადოებაში უფრო ფართო შეღწევისა და იდეოლოგიური გავლენის გავრცელებისკენ მიმართულ ცვლილებაზე. ამავდროულად, Lashkar-e-Taiba-მ გააძლიერა თავისი ოპერატიული შესაძლებლობები სასწავლო მოდულების გაფართოებითა და საზღვაო უნარებზე ორიენტირებული სპეციალიზებული „Water Force“-ის ჩამოყალიბებით – რაც მიუთითებს ზღვიდან შეღწევისა და რეგიონული მობილობისადმი მზარდ ყურადღებაზე.

ამ მოვლენებს კიდევ უფრო ამყარებს ფართო გლობალური შეფასებები. 2026 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსი პაკისტანს ტერორიზმით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნად ასახელებს, ხოლო აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიში კვლავაც განიხილავს მას როგორც ოპერაციების ბაზად, ისე მრავალი მებრძოლი დაჯგუფების სამიზნედ. ერთობლიობაში, ეს ტენდენციები მიუთითებს უფრო რთულ, მრავალგანზომილებიან მებრძოლ გარემოზე – რომელიც არის დეცენტრალიზებული, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ტრადიციული საშუალებებით სულ უფრო რთულდება.

კანონი, ლეგიტიმურობა და რადიკალიზმთან ბრძოლა

ოპერაციული შესაძლებლობების მიღმა, PRAHAAR მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს სამართლებრივ ლეგიტიმურობასა და მმართველობაზე. ინდოეთის „უკანონო საქმიანობის (აღკვეთის) აქტი“ კვლავაც ცენტრალურ ადგილს იკავებს მის ანტიტერორისტულ სტრუქტურაში, რასაც მხარს უჭერს უფრო ფართო რეფორმები, რომლებიც მიმართულია ტერორიზმის დაფინანსების, ლოგისტიკური ქსელებისა და ციფრული პროპაგანდის წინააღმდეგ.

რაც მთავარია, დოქტრინა მკაფიოდ იყენებს სამართლებრივ პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლაში, და გამოყოფს საჭირო პროცესს, ძალის პროპორციულ გამოყენებას და ინსტიტუციურ დაკვირვებას, რაც განსაკუთრებით რელევანტურია ასეთი ტიპის რეგიონისთვის.

PRAHAAR ასევე აღიარებს გრძელვადიან კონტრტერორისტულ ეფექტურობას, რომელიც ფოკუსირებულია მიზეზებზე. ასევე იგი ამახვილებს ყურადღებას საზოგადოების ჩართულობაზე, დერადიკალიზაციის პროგრამებზე და გამიზნულ სოციალურ მონაწილეობაზე ექსტრემისტული იდეოლოგიების წინააღმდეგ.

სამხრეთ-აღმოსავლეთის აზია და შემთხვევა უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის

სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის უსაფრთხოების გარემო მჭიდროდ დაკავშირებულია. სამხრეთი აზია დიდი ხნის განმავლობაში არის იდეოლოგიური და საოეპრაციო ჰაბი სამხედრო ქსელებისთვის სამხრეთ-დასავლეთის აზიაში. თავის მხრივ, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია აწვდის შრომის ძალას, ლოგისტიკურ დერეფნებს, და ზღვის მარშრუტებს. ეს ურთიერთდაკავშრება გაძლიერებულია ტექნოლოგიური ცვლილებით.

შიფრირებული მესიჯების პლატფორმები, დეცენტრალიზებული ციფრული ქსელები და კრიპტოვალუტით დაფინანსება ის ფაქტორები, რომლებიც ეხმარებიან სამხედრო ჯგუფებს მოახდინონ ოპერაციების კოორდინირება, წევრების რეკრუტირება, და საზღვრებს გარეთ რესურსების გატანა სწრაფად და ანონიმურად. რადიკალიზაცია იზრდება ონლაინ რეჟიმში, ხშირად აკავშირებს ფიზიკურ პირებს და ქსელებს სხვადასხვა რეგიონებიდან. 

ამ კონტექსტში, PRAHAAR გამოყოფს სხვადასხვა სფეროებს პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის. სადაზვერვო მონაცემების გაზიარება არის საკვანძო ვინაიდან იგი აძლიერებს ადრეული განგაშის სისტემებს და წყვეტს ტრანსნაციონალურ ქსელებს. საზღვაო უსაფრთხოება არის კიდევ ერთი კრიტიკული საკითხი, განსაკუთრებით ანდამანის ზღვაში და მიმდებარე წყლის არხებში, რომლებიც გამოყენება იარაღის, ნარკოტიკების და სამხედროების ტრანზიტისთვის.

ციფრული თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია. ინდოეთის მზარდი კიბერრესურსები და ტექნოლოგიური ეკოსისტემა ფასეული პარტნიორია ონლაინ ექსტრემიზმთან ბრძოლაში, შიფრირებული კომუნიკაციების მონიტორინგში, და კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული ფინანსური ქსელების კონტროლში. 

რეგიონალური კონტრტერორისტული არქიტექტურის გზაზე

სტრატეგიულ დონეზე, PRAHAAR ასახავს ინდოეთის ამბიციას ითამაშოს აქტიური როლი ინდო-წყნარი ოკეანეს რეგიონის უსაფრთხოებაში. „Act East”-ის პოლიტიკის თანახმად, ნიუ-დელი სტაბილურად აფართოებს თავდაცვას და დაზღვევის სფეროში თანამშრომლობას ASEAN-ის ქვეყნებთან ერთობლივი წვრთნების, სწავლების ინიციატივების და ინსტიტუციური დიალოგების მეშვეობით. 

კონტრ-ტერორიზმი ამჟამად არის ამ პარტნიორობის ძირითადი ბურჯი. ყოვლისმომცველი დოქტრინის გამოყენებით,  ინდოეთი გადადის ad-hoc ორმხრივი თანამშრომლობიდან უფრო სტრუქტურირებულ და პოტენციურად ინსტიტუციუნალიზებულ რეგიონალურ ჩარჩოზე. წარმატებისთვის ინდოეთს დასჭირდება მის უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონკურენციის გვერდზე გადადება. მეორე საკითხია ამ პოლიტიკის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მოითხოვს კოორდინაციას ფედერალურ და სახელმწიფო მთავრობებს შორის. 

დასკვნა

ეფექტური დანერგვის შემთხვევაში, PRAHAAR შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საფუძველი უფრო ინტეგრირებული ინდოეთ-სამხრეთ აღმოსავლეთის აზის კონტრ-ტერორისტული პარტნიორობისთვის. ასეთი ჩარჩო არამხოლოდ გააძლიერებს რეგიონალურ ბრძოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ, არამედ ასევე შეიტანს დიდ წვლილს უფრო ფართო უსაფრთხო არქიტექტურაში, რომელსაც შეუძლია რეაგირება მოახდინოს  მჭიდროდ დაკავშირებულ და ტექნოლოგიურად აღჭურვილ ტერორირზმის ბუნებაზე ინდოეთის-წყნარი ოკეანეს რეგიონში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×