
12-წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე პირველად საუბრობს იმ ადამიანზე, ვინც მის ცხოვრებაში მესამე პირის სახით გამოჩნდა. მუსერიძე აცხადებს, რომ სულიერად გატეხვას არ აპირებს და იმ ქალს მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა.
"აქ შემთხვევით ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ მე სულიერად დავეცი, ან გონებრივად, მორალურად ან რამენაირად?! ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ მე რაც დავთმე, იმის დათმობა არ მინდოდა?! რისი დათმობაც მინდოდა, ის დავთმე. ეს წუთიერი სისუსტეები ყველას ეპატიება, მთავარია გვჯეროდეს, რომ ხვალ უფრო კარგი დღე იქნება, იმის შემდეგ, კიდევ უფრო კარგი. თუ თქვენ დაიჯერებთ, ეს ნამდვილად ასე იქნება. რაც დასათმობია, ის უნდა დათმო და უნდა გადასცე მას, ვისაც სურვილი აქვს, ეს ტვირთი თავად ზიდოს.
ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება, თუ დილით გაიღვიძებ იმ ფიქრით, რომ ის დღე იქნება კარგის მომტანი აუცილებლად.
მე ახლა ვიძინებ იმ ფიქრით, რომ ყველაფერი ცუდი დავტოვე უკან და ხვალინდელი დღე იქნება ძალიან კარგი.
ბევრი რჩევა მოვისმინე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია თავად დავაჯეროთ საკუთარი თავი, რომ ბედნიერების მოტანა შეგვიძლია. იმ ვიღაცებმა ვინც ცდილობდა უბედურება მოეტანა ჩვენთვის, იმათმა იჟიმჟიმონ ცოტა ხანი. ხვალ ახალი დღეა, რა იცით ბედი რას უმზადებს, რა იცით, თამუნა რას უმზადებთ.
ათენში ვიტირე, შეხვედრა რომ მქონდა დედებთან. იქ ყველაფერი ერთად მატირებდა. ის 5-წუთიანი ტირილი საკმარისი იყო. ის ჩემი ახალი "მეგობარი“ ნერვიულობს თურმე, რომ საჯაროდ არ ვთქვა მისი სახელი და გვარი. ფოტო არ დავდო. ინერვიულე დაო, ცოტა ხანი ინერვიულე ახლა, რა იცი, რა დამარტყამს თავში", - წერს თამუნა მუსერიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე