რეზონანსი
13.12.2022

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, ნორა კვიციანის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

“კოდორის ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, საქართველოსთვის ავანპოსტს წარმოადგენდა და ამ ხეობის დაცვა ნამდვილი გმირობა იყო… ნამდვილი გმირობა!

კვიციანების ოჯახმა უზარმაზარი, ფასდაუდებადი წვლილი შეიტანა კოდორის დაცვა-შენარჩუნების საქმეში, მაგრამ სააკაშვილ-ბოკერიებმა მაინც გაყიდეს კოდორიცა და ახალგორიც.

ეს იყო ენითაღუწერელი ღალატი.

კოდორის გაყიდვა-ჩაბარებას სწორედ კვიციანების ოჯახი და მათი თანამებრძოლები აფერხებდნენ,

ამიტომაც სააკაშვილ-ბოკერიებმა გადაწყვიტეს კვიციანების განადგურება.

უზარმაზარი სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდა ერთ ოჯახს და… წესიერი, პატიოსანი, სამშობლოს ერთგული მანდილოსანი- ნორა კვიციანი, სრულიად უდანაშაულოდ და დაუმსახურებლად, ციხეში აღმოჩნდა.

ექვსნახევარი წლის თავზე, როდესაც სააკაშვილ-ბოკერიებმა ხელისუფლება დაკარგეს, სასამართლომ ნორა კვიციანი გაამართლა და მას ყველა ბრალდება მოუხსნა…

მაგრამ ამასობაში, საქართველომ კოდორიც დაკარგა და ახალგორიც. ციხეში ყოფნისას ნორა კვიციანის ჯანმრთელობაც გამოუსწორებლად შეირყა და დაზიანდა.

ქალბატონი ნორა

გარდაიცვალა… თითოეული ჩვენგანისთვის ეს უზომოდ დიდი ტკივილია და მერწმუნეთ, საქართველოსთვის ნორა კვიციანის გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია.

სწორედ ასეთ მამულიშვილებზე დგას საქართველო…

იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, ნორა კვიციანს- დედა ქეთევანს ქართველი ხალხის დიდი პატივისცემა და სიყვარული აცილებს. ალალად იმსახურებს!

ეს დიდბუნებოვანი, უტეხი, სუფთა გულის ადამიანი ჩემთვის ჩვენს… ნამდვილ საქართველოს განასახიერებს.”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×