რეზონანსი
12.12.2022

მაგდა პაპიძე საქართველოში ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია, თუმცა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„იმედის კვირასთან" ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანიამ საპატიმროში სასჯელის მისჯის შემდეგ ჩაწერა, პაპიძემ განმარტა, რას გააკეთებს მაშინ, თუ შეწყალების გზით, საპატიმროს დატოვების უფლება მიეცა.

"რამდენჯერაც კანონმა ამის შანსი მომცა, შეწყალების თხოვნას პრეზიდენტის სახელზე სულ ვწერ. რამდენჯერაც ვწერ, იმდენჯერ მჯერა, რომ გარღვევა მოვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სწრაფად არ მოხდეს.

ორჯერ უარი მომივიდა. არც იმ უარის გეშინია, სანამ ცოცხალი ხარ... ძალიან მჯერა გარღვევების, მჯერა, რომ შემიძლია თავი შევინარჩუნო. ვგრძნობ, რომ ჩემს სურვილებს აქ უსმენენ და სწორი განხილვა მიდის. მთავარია, თავი შეინარჩუნო.

მე ჩემი თავი აუცილებლად, რეალიზებული წარმომიდგენია. ალბათ, მეორე დღესვე სამსახურს მოვითხოვ. სულ ვადევნებ თვალყურს, ბენეფიციარებისთვის რა პროგრამებია, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობები არის. ძალიან მენატრება მიწა, ბუნებასთან ურთიერთობა და ქალურობა.

პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება რეალიზებისთვის. აქ მოვაგროვებ ძალიან ბევრ და კარგ ადამიანს, ვინც ხელს შემიწყობს ხელოვნების კუთხით განვითარებაში. ალბათ, ჩავერთვები ისეთ საქველმოქმედო თემატიკებში, რაც მეცოდინება, რომ აქ ქალებს სჭირდებათ", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×