რეზონანსი
11.12.2022

ვლოგერი გივიკო დიდია რამდენიმე დღის წინ მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ იგი სხვის ლანძღვებს არ უპასუხებს.

„თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მასწავლეს სითბო, თანადგომა, მიტევება და სიყვარული. ვცდილობ საშინელი სტრესიდან გამოსვლას და ჩემი დიდი თხოვნა იქნება არანაირი სქრინები არ გამომიგზავნოთ. ამით უფრო დამაზარალებთ.

ეს არის ჩემი ბოლო პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით. მლანძღეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ადრესატებს სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი და არც ის რომ ჩვენ ბულინგის წინააღმდეგი - „ჰუმანური ხალხი ვართ". ღმერთი ყველაფერს ხედავს",- წერს გივიკო დიდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×