რეზონანსი
25.08.2022

მომღერალი მარკუს მეტრეველი დაქორწინდა მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული და ერთ-ერთი პარტიის წევრი გახლავთ. მარკუსი ჟურნალ „სარკეს“ უამბო, რატომ მალავდა ოთხი წლის განმავლობაში ურთიერთობას:

„ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვებული ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის. ახლა ყველაფერი რომ დალაგდა, კარგად ვიცით ერთმ,ანეთზე ყველაფერი, გადავწყვიტეთ, უკვე საჯაროდაც დაგვედო ერთობლივი ფოტო…

დალის ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს.

მარკუს მეტრეველი აღნიშნა, რომ დალი ხაბულიანთან ერთად კახეთში სახლი იყიდა, რომელიც წყვილმა ერთობლივად შეიძინა და ძალიან ლამაზი გამოვიდა: „მგონი, ძალიან ლამაზი გამოგვივიდა, სახელიც აქვს – სიყვარულის სახლი ჰქვია…“

"სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×