რეზონანსი
24.08.2022

პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი, ეკატერინე ქვლივიძე ტყის ხანძრებზე და შესაბამის სახანძრო-სამაშველო ავიაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კითხვებს სვამს:

"მთავარია ახლა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს და მერე ვინმე ზემდგომებთან დაახლოებულმა პირმა იქნება იკითხოთ...

რა ჯდება სახანძრო_სამაშველო საავიაციო პარკის შექმნა დროული, მყისიერი და ეფექტური რეაგირებისთვის, თუ არსებობს სახელწიფოში მსგავსად შესწავლილი პროექტი, თაროზე შემოდებული მაინც? სანამ ბრმად და ზედაპირულად გაიმეორებენ მინისტრები ფრაზას, "რა ვქნათ ძვირია"_ს, მანამდე რომელიმემ თუ ჩაატარა კვლევა, თუ დაინტერესდა ამ მიმართულებით, თუ შეკრიბა დარგის სპეციალისტები და თუ შეუძლია წარმოადგინოს კვლევის შედეგი?

რა გვიჯდება ამათ ხელში ყოვლად უპერსპექტივო ქართველებს მინისტრების შენახვა წლიურად? მათი საავტომობილო პარკით დავინტერესდეთ ჩაშლილად, მივლინების თანხებით, გაბერილი შტატებით და რესტორნებით...

და ბოლოს, რა ჯდება ეს დახმარება? ვქირაობთ? საიდან ვუხდით ფულს? უფასოდ გვეხმარებიან? ნაწილი იფარება მხოლოდ ღირებულების? ხელშეკრულება გვაქვს რამე ორმხრივი? გაასაჯაროვებენ ანაზღაურებას? ჩვენებს რას ვუხდით ამ სამუშაოში, სხვისებს? ( ანუ კარგად რომ ჩავწვდეთ კითხვების მნიშვნელობას, განა რატომ გვეხმარებიან?!.. არა ხალხო!!! რატომ დაგვჭირდა ეს დახმარება და რა დაგვიჯდა, როცა საკუთარის შექმნა ასე გვეძვირება!!!!)

ბარემ აქვე, გადამვწვარი ტყის ფონდის, რესურსის ზარალიც მოვიკითხოთ და მერე მეექვსე_მეშვიდე კლასის მათემატიკის საფუძველზე დავიანგარიშოთ.... რა გვიჯდება მუქთახორა, არაპროფესიონალი მთავრობა!!!!

P.s. საგარეჯოში სამი დღეა უბნის წყალიც აღარ მოდის, ღმერთი არ გაგიწყრეთ, "ბიჩოკი" არავინ გაიქნიოთ უშნოდ, თორემ ყირიმის აეროდრომი მოგონება იქნება....

საზეპირო: _ სახელმწიფო არცერთ სექტორში არ არის მზად შესაძლო გამოწვევებისათვის!!!", - წერს ეკატერინე ქვლივიძე.

წყარო: tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×