რეზონანსი
24.08.2022

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მომღერალ სოფო ხალვაშს მიმართავს:

"სოფო ხალვაში ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გითქვამთ, ისე იზეიმეთ ბათუმში დამოუკიდებლობის დღე, ომი არ ახსენოთო, ტურისტები რომ არ გაღიზიანდნენო.

ასე გამოიყურება ჩემთვის სამარცხვინო საქციელი და უნდა იცოდე რომ ხვალ, საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, ქოცების მონად ჩაგთვლის ყველა. უკრაინაში ომია სოფო!", - წერს ნანუკა.

ჟორჟოლიანის ამ ბრალდებას სტეფანე მღებრიშვილი გამოეხმაურა:

„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხავთ ყველა ჯოხს. ჩემი სოლო კონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი…

სულ “პუტინ ხ@ილო” ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის რას ფიქრობს რუსეთზე…

ვიცი ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში.

უბრალოდ დავაფიქსირე ფაქტი", - დაწერა მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×