რეზონანსი
23.08.2022

ნინა კორკელია სოციალურ ქსელში უსინათლო ბაბუს შესახებ წერს:

„რამდენიმე დღის წინ, Alexander Bagration-Davidoff-მა დაპოსტა თავის გვერდზე, ურეკის თევზის ბაზართან ეს უსინათლო ბაბუ ყიდდა თავის ხელით გაკეთებულ კალათებს და ქუდებს, და წერდა, რომ ვინც აქეთ მოხვდებით, ხელს გააყოლეთ და შეიძინეთო. დღეს გავედი, რომ მეყიდა ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის. ვერაფრით მივაგენი, თევზის ბაზართან არანაირი კალათა არ დამინახავს, 2-ჯერ დავბრუნდით,ისე არ მინდოდა წამოსვლა, რომ არ მეყიდა, ბოლოს ვიკითხეთ და მივაგენით, აქ არისო, მივედი და რას ვხედავ! დგას საწყალი უსინათლო ბაბუა, გამოცარიელებულ და განგრეულ ჯიხურთან და ტირის! ყველა კალათი და ქუდი მოჰპარეს!!!

გესმით, ხალხნო?უსინათლო 80 წლის ბაბუს, უკიდურესად გაჭვირვებულს, კალათები და ყველაფერი მომპარესო!!!

ისეთი გამწარებული ვარ, რა მექნა, არ ვიცოდით, რაც გვქონდა, 50 ლარი დავიტოვეთ,მაგრამ ახლა იმაზეც ვდარდობ, რომ ეგ ფულიც ვინმემ არ აახიოს! კი ვუთხარი, შეინახე კარგად არავინ წაგართვას-მეთქი, მაგრამ მაინც.

ვერ ვიტან წყევლას, მაგრამ ლამის შევირყიო!!! ვინც ამ ბაბუს მოპარეთ, შხამად შეგერგოთ! არაადამიანებო…“, - წერს კორკელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×