ნატალია ჯვარიძე 17.09.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოხუმიდან და ცხინვალიდან უკვე გამოეხმაურნენ. აფხაზური მხარე შესაძლო ბოდიშს მიესალმება და ამბობს, რომ „ეს შეიძლება კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს". ცხინვალში კი მიიჩნევენ, რომ ბოდიშის მოხდისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გარდა, საქართველომ მათ გუდაური და თრუსოს ხეობა უნდა გადასცეს.
|
ელზა პაპოშვილი 17.09.2024

30 წლის ფიქრია ტუგულაშვილის ახლობლები, რომელიც ქმარმა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მარიამობის დღეს მოკლა, მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. სასტიკი დანაშაულის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მეზობლები ყვებიან იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რომელშიც მოკლული ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა ამ ყველაფერს ოჯახს უმალავდა და ცდილობდა ქმრის ეჭვიანობა დაეფარა. ქალი ამბობდა, რომ არ სურდა ბავშვების უმამოდ გაზრდა.
|
ნატალია ჯვარიძე 17.09.2024

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მე-5 დღეა უშედეგოდ ელოდება პრემიერის, ირაკლი კობახიძის პასუხს, დათანხმდება თუ არა მის შეთავაზებას დებატებში მონაწილების შესახებ. ამაზე თავად კობახიძეს განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ „ოცნების" წევრები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ვაშაძე ირაკლი კობახიძის დონის არაა და დებატებზე არ დაუჯდება. უნდა დათანხმდეს თუ არა კობახიძე ვაშაძის გამოწვევას და თუ არ დათანხმდა, როგორ აღიქვამს დებატებზე მის უარს ამომრჩეველი?
|
ირმა ჩიტაია 16.09.2024

ავარიული სკოლების დემონტაჟისა და რეაბილიტაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვების ნაწილს ისევ სხვადასხვა სკოლებში შეხიზნულებს უწევთ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ავარიული სასწავლო დაწესებულებების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. ზოგიც დათქმულ დროზე შენდება და ახლდება, მაგრამ არის სკოლები, სადაც მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გაიწელა.
|
ელზა პაპოშვილი 16.09.2024

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ რთულია. კურსკის მიმართულებით კი უკრაინელების წინსვლა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა პოზიციებზე ადგილს მყარად იკავებენ. რუსები კი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ. ბოლო დროს მათი მთავარი სმაიზნე ხარკოვია.
|
ქეთო გოგოხია 16.09.2024

სამშენებლო სფეროს რეგულირების მიუხედავად, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშიც მშენებლობები ისე მიმდინარეობს, რომ გარშემო ინფრასტრუქტურა ზიანდება და მოქალაქეების უსაფრთხოება რისკი ექმნება. კერძო სექტორი და არც მერია მოსახლეობასთან კომუნიკაციას და არც გაცემული ნებართვების გადახედვას არ ცდილობენ, რაც საბოლოოდ მობინადრეებს დიდ პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით უჭირთ ახლომდებარე დაბალ შენობებს, რადგან მიმდინარე მშენებლობის გამო იშლება ქანები და იბზარება საცხოვრებელი კორპუსები აღარაა უსაფრთხო. პრობლემას სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ნებართვების გაცემამდე არ ხდება მშენებლობასთან დაკავშირებული გარკვეული საკთხების შესწავლა, მათ შორის, მოსახლეობასთან ურთიერთობა, ჰიდროგეოლოგიის გათვალისწინება და სხვა, რაც საერთოდ კანონმდებლობის მიღმაა.
|
ქეთო გოგოხია 16.09.2024

მომსახურების სფეროში უცხოელი იაფი მუშახელი მომრავლდა. განსაკუთრებით საკურიერო ბიზნესში, სადაც მიმტანებად არაერთი ჩინელი, ინდოელი და ირანელია დასაქმებული. როგორც ჩანს, საქართველოში არსებული კადრების დეფიციტის შევსებას ბიზნესი უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მოზიდვით ცდილობს. პრობლემას ამ შემთხვევაში ენის ბარიერი ქმნის, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და მომხმარებლებშიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ეს უცხოელების დასაქმებას ხელს არ უშლის.
|
ნატალია ჯვარიძე 16.09.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოსთის" გაერთიანებაზე. მან ინიციატივას სრული მხადარაჭერა გამოუცხადა და მოლაპარაკების ბოლო ეტაპის გასავლელად მხარეები ხვალ, ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.09.2024

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბევრ რამეში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მისი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მათი ალიანსი შესაძლოა მხარეების ელექტორატისთვის მისაღები არ იყოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მათ გაერთიანებას მხარდაჭერას უცხადებს და 17 სექტემბერს ორივე ძალას ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, „რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს".
|
ნატალია ჯვარიძე 16.09.2024

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა, - ამის შესახებ „სი ენ ენი" იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.09.2024

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მმართველ პარტიას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და „აქედანვე ამზადებს საბაბს". თავად ოპოზიციას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და საარჩევნო კამპანიას ეწევა რეგიონებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.09.2024
კიევში გადაჭრით უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას წლის ბოლომდე საბრძოლო მოქმედებების „გაყინვა" სურს. ლაპარაკია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მომზადებულ „გამარჯვების გეგმაზე", რომელსაც სექტემბრის ბოლომდე ის პირადად ჩაიტანს აშშ-ში. ამის საპირისპიროდ უკრაინაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის შეჩერება და დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნება პირიქით, რუსების ინტერესშია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|