ელზა პაპოშვილი 18.07.2024

„მანიაკალური მკვლელობების კულტის“ ხელმძღვანელად წოდებული 21 წლის ქართველის მიხეილ ჩხიკვიშვილის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამერიკული მედია და საზოგადოება შოკში ჩააგდო აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ და გამოძიებამ იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა 21 წლის ახალგაზრდა ებრაელი ბავშვების დახოცვას. გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ის თანამოაზრეებს, ნეონაცისტური ტელეგრამ-არხების მეშვეობით უკავშირდებოდა.
|
ნატალია ჯვარიძე 18.07.2024

„ოცნების" საარჩევნო შტაბს პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა პირველი ნომერიც ის იყოს. თუმცა ჯერჯერობით პარტიის წევრებს არ დაუსახელებიათ. ოპოზოციაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა „ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და კობახიძეზე დადო ფსონი. ვინ წარსგება პირველ ნომრად? ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ისევ ღარიბაშვილი დარჩება, რადგან ივანიშვილს სჭირდება.
|
ელზა პაპოშვილი 18.07.2024

ახალი ერთობა ოპოზიციაში - გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პარტია „ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებიან. იყო მოლოდინი, რომ ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც მათ შეუერთდებოდა, თუმცა ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პოზიციით, გახარიამ მამუკა ხაზარაძისგან შეთავაზება გუშინ მიიღო.
|
გვანცა წულაია 18.07.2024

ბოლო წლებში საქართველო რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გამომიმუშავებს და თან ექსპორტზე ყიდის. წლევანდელი წელი ჰიდროლოგიაში კარგად დაიწყო და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე.
|
ნატალია ჯვარიძე 18.07.2024

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა, დემოკრატიულმა პარტიამ განაახლა მისი დარწმუნების მცდელობა, რომ ნებაყოფლობით თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, წერს ამერიკული „ასოშიეითედ პრესი".
|
თამარ ვეფხვაძე 18.07.2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი ქალაქ ბათუმში გაიხსნა. შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
|
ნატალია ჯვარიძე 18.07.2024

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის"ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
|
გვანცა წულაია 17.07.2024

სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. განსაკუთრებით დიდი პრობლემაა მაღალმთიანეთში. ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად თუ სამუშაოდ ქალაქისკენ მიეშურება. ვითარებას ვერ შველის ვერც მთის კანონი და ვერც ის, რომ მთიან ზონაში თითქმის ყველ ოჯახი სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის დახმარებას მუდმივად იღებს.
|
ქეთო გოგოხია 17.07.2024

ბიზნესი წელს ხელფასების ზრდას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით სტაბილურ ნიშნულზეა და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, სექტორში აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ შარშან დააკორექტირეს და მინიმუმ წლის ბოლომდე გადახედვა არ იგეგმება. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, რომ ანაზღაურების მასტიმულირებელი გახდეს.
|
ელზა პაპოშვილი 17.07.2024

თბილისში, მეზობლებს შორის დაწყებული სიტყვიერ დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, თბილისის ცენტრში 40 წლის კაცი ნაჯახით მეზობელმა დაჭრა. დაზარალებულს ჭრილოებები კიდურებზე აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თავდასხმაში ბრალდებული კი პოლიციამ ცოტახნის წინ დააკვა. მას გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავება.
|
ნატალია ჯვარიძე 17.07.2024

როგორ აისახება საქართველოზე ის გეოპოლიტიკური გლობალური ცვლილებები, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში არჩევნების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას და რა სირთულეები ახლავს თან ახალ რეალიებს - საკითხზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები იქნება და ჩვენ მოგვიწევს ხმის ამოღება. ნაწილს კი, ამის მოლოდინი არ აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 17.07.2024

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია“,-ეს არის იმ გზავნილების ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას მიმართა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|