თამთა ჩაჩანიძე
17.02.2023

რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია, ეს რამდენიმე მიმართულებით, ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში შეინიშნება. ოკუპანტებმა დიდი დაწოლა ლუგნსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასკენ მიმართეს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, ძირითადი ძალები და სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს. როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, კომპრომისი არ იქნება და ერთი გოჯი მიწის დათმობას არ აპირებენ.

ელზა პაპოშვილი
16.02.2023

მასშტაბური საჰაერო განგაში  უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე - სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში დაღუპულია 3 ადამიანი და დაიჭრა 11. რუსულმა არმიამ ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით ცეცხლი გაუხსნა; აფეთქებების ხმა ისმოდა კრემენჩუგსა და პოლტავის ოლქებში.

ბაჩანა ტყემალაძე
15.02.2023

რუსული ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული ადმირალ გორშკოვის ფრეგატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კონკრეტულად კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდა. ინფორმაციას კეიპთაუნის რუსეთის საკონსულო ავრცელებს.

ბაჩანა ტყემალაძე
13.02.2023

აშშ-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთხი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რამაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ოთხი ობიექტიდან მხოლოდ პირველის წარმომავლობაა ცნობილი. ექსპერტთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ დანარჩენი სამი აეროსტატი არამიწიერი წარმომავლობის იყოს.

ბაჩანა ტყემალაძე
12.02.2023

იტალიის პოლიციამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით საქმის გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარი, ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ეს უკვე მესამე ევროპარლამენტარია, რომელიც ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის გამო დააპატიმრეს.

ბაჩანა ტყემალაძე
10.02.2023

უკრაინა ბრიტანული შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების გამოყენებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე აპირებს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების გადაცემას შეჰპირდა, ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო. ყველას აინტერესებდა, თუ სად და როგორ გამოიყენებდა უკრაინა აღნიშნული ტიპის სამხედრო იარაღს.

ნაზი ბერიძე
09.02.2023

 რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ ლონდონს აფრთხილებს, რომ თუ ის უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას მთელი მსოფლიოსთვის „სამხედრო და პოლიტიკური შედეგები" მოჰყვება. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „დიდი ხანია მოსკოვის არავის არ ეშინია, მით უმეტეს ბრიტანეთზე და ამერიკაზეა საუბარი..

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2023

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ლეოპარდ 2"-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას ორი კვირის წინ შეჰპირდა, სამშაბათს პოლონეთში ჩავიდა. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, ფრონტზე „ლეოპარდების" პირველი სატანკო ბატალიონი სავარაუდოდ ერთ თვეში, მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება.

ბაჩანა ტყემალაძე
05.02.2023

აშშ-მა გიგანტური ჩინური საჰაერო ბურთი ჩამოაგდო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ სამხედრო ობიექტებზე თვალთვალს ახორციელებდა. მისი განეიტრალება კვირას დილით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მოიერიშე თვითმფრინავებმა განახორციელეს და ამერიკის კუთვნილ ტერიტორიულ წყელბზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით ჩამოაგდეს.

ნაზი ბერიძე
03.02.2023

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში პეკინში გაემგზავრება, 2018 წლის შემდეგ ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და რთული ვიზიტი იქნება, რადგან, უკრაინაში აგრესიის მიუხედავად, ჩინეთის ლიდერებს რუსეთის პარტნიორობაზე უარი არ უთქვამთ და პოზიციები არ შეუცვლიათ.

ნაზი ბერიძე
02.02.2023

 წარმატებული კონტრშეტევისთვის კიევს სჭირდება ეფ-16 გამანადგურებლები, რადგან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების თავზე საჰაერო სივრცეს დაკეტავენ. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ვლადისლავ სელეზნევმა „ობოზრევატელთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ნაზი ბერიძე
02.02.2023

 ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო სისტემის პატრიოტის გამოყენების ტრენინგს 70-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გერმანიაში გადის. უკრაინელების ჯგუფი გერმანიაში 31 იანვარს ჩავიდა და წვრთნას ხუთშაბათს დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინის სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით გერმანიის უდიდესი სააგენტო DPA ავრცელებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×