მარიამ ვეკუა
19.01.2025

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან 24 საათში აშშ-ში საიმიგრაციო რეიდი დაიწყება. ოპერაცია ერთი კვირა გაგრძელდება და არალეგალური ემიგრანტების იდენტიფიცირებასა და დეპორტაციაზე იქნება მიმართული. საწყისი წერტილი ჩიკაგოა. მედიის ცნობით, შესაძლოა ტრამპმა გააუქმოს პოლიტიკა, რომელიც ეკლესიებს აშშ-ის საიმიგრაციო დაკავებებისგან დაცულ ზონად აცხადებდა. შეეხება თუ არა შეზღუდვები მექსიკის საზღვარს და რა ბედი ელით ამერიკაში არალეგალურად მყოფ ქართველებს?

მარიამ ვეკუა
17.01.2025

კალიფორნიის შტატში უპრეცენდენტო სტიქიას ვერ უმკლავდებიან - ლოს ანჟელესის ოლქში უპრეცენდენტო მასშტაბის ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც უკვე, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გადამწვარია 40,000-ზე მეტი ჰექტარი, ხოლო უსახლკაროდ დარჩა 75,000 ადამიანი, მათ შორის ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი. ჯერჯერობით ხანძარი ბოლომდე ლოკალიზებული არ არის. ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „ძვირი" ხანძარია.

ნატალია ჯვარიძე
17.01.2025

სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო მოუწოდებს თავის მებრძოლებს ისარგებლონ ლოს-ანჯელესის ხანძრებით რეგიონში თავდასხმების განსახორციელებლად. ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ლოს-ანჯელესის მასშტაბური ხანძარი ტერორისტული ქმედებებით იყოს გამოწვეული. სხვები კი ამას ნაკლებად ვარაუდობენ.

მარიამ ვეკუა
16.01.2025

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს 22 დეკემბერს პუტინთან შეხვედრამ უსიამოვნებები მოუტანა. ფიცო თავისი მმართველობის განმავლობაში ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას - ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს.

მარიამ ვეკუა
14.01.2025

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „ძალიან სწრაფად" შეხვედრას აანონსებს, ამის შესახებ მან ორშაბათს განაცხადა, თუმცა შეხვედრის ზუსტი დრო, ადგილი და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.კრემლიც მზადყოფნაშია. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ხაზგასმით ამბობს, რომ პუტინს შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს ორი სახელმწიფოს ლიდერების პირველი შეხვედრა იქნება. მედიაშ კი უკვე ვრცელდება ცნობები, თუ, სავარაუდოდ, რა პოზიციებით წარსდგებიან მხარეები ერთმანეთის წინაშე.

ნატალია ჯვარიძე
13.01.2025

მეექვსე დღეა ლოს-ანჯელესში ხანძარია - ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 16 იტონის ხანძარს ემსხვერპლა და 8 - პალისეიდსის ხანძარს, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ბევრ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის. ასევე ისინი ვარაუდობენ, რომ ხანძრის საფრთხე კვლავ რჩება, ვინაიდან კვირის დასაწყისში მოსალოდნელია სახიფათო „სანტა ანას" ქარის დაბრუნება.

მარიამ ვეკუა
13.01.2025

 

პოლონეთმა კვირას რუსეთში მიმავალ სლოვაკეთის საპარლამენტო დელეგაციას მისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. დეპუტატებს მარშრუტის გადამისამართება მოუწიათ, გეზი გერმანიისა და ჩეხეთის საჰაერო სივრცისკენ აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთი უარყოფს და ისინი ფრენის აკრძალვის მიზეზად შეუსაბამო დოკუმენტაციას ასახელებენ.

ნატალია ჯვარიძე
13.01.2025

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ფიქრობს, რომ არარელურია იმის თქმა, უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან, თუნდაც ყირიმიდან ყველა რუსს განდევნიან. მისივე თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს.

მარიამ ვეკუა
12.01.2025

მარკ ცუკენბერგის ანონსს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე „მეტას“ სოციალურ ქსელებში ცვლილებების შესახებ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკა მოჰყვა. ცუკენბერგი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა და „სიტყვის თავისუფლების აღდგენის“ წინაპირობას იძლევა. სისტემური ცვლილებები თავდაპირველად აშშ-ში ამოქმედდება. მსგავსი სისტემა მოქმედებს ტრამპის მოკავშირე, ილონ მასკის სოციალურ ქსელებზეც. არის თუ არა ეს „მეტას“ პასუხი ტრამპის მუქარაზე და რატომ გახდა ეს გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციის უკმაყოფილების მიზეზი?

რეზონანსი
10.01.2025

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს ეწინააღმდეგება.

ნატალია ჯვარიძე
10.01.2025

აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლოა შეხვედრა შედგეს. როგორც ტრამპი ამბობს, შეხვედრის სურვილი პუტინმა გამოთქვა და ამისთვის მზადება დაწყებულია. ანალიტიკოსები მათი შეკრების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, მათ შორის პუტინის შეთავაზებაზე, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებას გულისხმობს. მათივე ვარაუდით, რუსეთის ლიდერი ტრამპთან ძალების მოსინჯვას ცდილობს.

რეზონანსი
09.01.2025

აშშ-ს პრეზიდენტის პრტენზიას გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად დანია გერბის შეცვლით პასუხობს. ამას გარდა, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი კანადას ამერიკის 51-ე შტატად მოიაზრებს და ტერიტორიული გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს. განცხადების შემდეგ, კანადის პრემიერმა ტრამპს მკაფიოდ უპასუხა, რომ „კანადა კანადელებისაა".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×