თამთა ჩაჩანიძე 17.08.2024

ვლადიმერ პუტინი უახლოეს საათებში საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს ეწვევა, კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოსთან მთავარი განსახილველი საკითხები „სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება" და მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებია. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანია შექმნილ სიტუაციაში მოკავშირე იპოვოს, ეს კი საქართველოსთვის სიგნალია, რომ „ფრთხილად უნდა ვიყოთ".
|
ნატალია ჯვარიძე 15.08.2024

კურსკის ოლქში ცნობილი მოვლენების ფონზე, რუსულ საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა ახალი კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებით გამოდის. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ კრემლის მოქმედებებით უკმაყოფილება უკვე გავლენიან სამხედრო ვეტერანებშიც იზრდება და თუ ფრონტზე ვითარება სექტემბრისთვის რადიკალურად არ შეიცვალა, ეს შესაძლოა პრეზიდენტ პუტინისათვის მეტად უსიამოვნოდ დასრულდეს.
|
ნატალია ჯვარიძე 14.08.2024

უკრაინელები კურსკის ოლქში წინსვლას განაგრძობენ და პარალელურად, უკვე დაკავებული ტერიტორიების გამაგრებაზე არიან გადასული. აქტიურად დაიწყო შეტევა ბელგოროდის მიმართულებაზეც. ამის გამო ბელგოროდში 14 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. რუსები კი უკვე იძულებული არიან უშუალოდ უკრაინის ფრონტიდან გადაისროლოს სამხედრო ნაწილები თავისი ტერიტორიების დასაცავად
|
ელზა პაპოშვილი 13.08.2024

უკრაინული ნაწილები წარმატებით მიიწევენ წინ რუსეთის კურსკის ოლქში, თუმცა რუსები იგივეს აკეთებენ უკრაინის დონეცკის ოლქში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკის ოლქში მოულოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებით ოფიციალური კიევი სერიოზულ რისკზე წავიდა, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ბუნდოვანია.
|
ნატალია ჯვარიძე 11.08.2024

უკვე მეოთხე დღეა, უკრაინელების შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, აქტიურად მიმდინარეობს. 11 აგვისტოს გამთენიისას მათ ბელგოროდის ოლქზეც სცადეს შეტევა. რეიდში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ. ადგილობრივ მოსახლეობაში ისევ პანიკაა. ისინი ამბობენ, რომ რუსული მედია არ აშუქებს რეალურად რა მძიმე მდგომარეობაა. მათი ევაკუაცია არაორგანიზებულად მიდის. ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ პუტინის ზეწოლით, შესაძლოა, ომში ბელარუსიც ჩაებას.
|
ელზა პაპოშვილი 09.08.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში უკვე 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ - ინფორმაციას ამერიკული „ვაშინგტონ პოსტი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
ნატალია ჯვარიძე 08.08.2024

კურსკის ოლქში უკრაინული ნაწილების შეჭრა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა რუსული სარდლობისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. მოსახლეობაში პანიკაა. უკრაინელთა შესაჩერებლად „კადიროველებიც" კი გადაისროლეს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საბრძოლო ოპერაციის საბოლოო მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება და ამ მოლაპარაკებისათვის უკრაინის მომგებიან პოზიციაში ყოფნის უზრუნველყოფაა. ამაზე კიევში გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიც მიანიშნებს.
|
ელზა პაპოშვილი 07.08.2024

კურსკში რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები გრძელდება - უკვე მეორე დღეა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელები შეიჭრნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტები დაიკავეს. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, რუსული თავდაცვის ზღუდეები გარღვეულია. თავდაცვის მეორე ხაზი გადალახულია. სუჯას გარშემო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უკრაინელებს ყველა სიმაღლე უკვე დაკავებული აქვს. ასევე უკრაინული არტილერია აქტიურად ბომბავს კურსკის ოლქს. დრონები ბომბავენ ბელგოროდსა და ვორონეჟის ოლქებსაც.
|
რეზონანსი 07.08.2024

ბრიტანეთში სამი პატარა გოგონას მკვლელობით გამოწვეული არეულობები არ წყდება. მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეტაკებები გრძელდება და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კონფლიქტი აშკარად რასობრივ ხასიათს იღებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2024

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიწყოს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რომ „ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანის ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავს. თუმცა, მეორე სცენარის მიხედვით, თეირანი ისრაელზე შეტევას ტიშა ბავის დღესასწაულს - 12-13 აგვისტოს დაამთხვევს, რომ ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მცხოვრებლებზე.
|
ნატალია ჯვარიძე 04.08.2024

უკრაინის სამხრეთში სიტუაცია კრიტიკულია. უკრაინული ნაწილები, რომელთაც საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვთ, უკან დახევას აგრძელებენ. ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე არხი რამდენიმე ადგილას გადალახეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ჩასოვ იარიდან უკრაინული ნაწილების გასვლას პრგნოზირებს.
|
ნატალია ჯვარიძე 02.08.2024

პოსტსაბჭოთა ისტორიაში ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1 აგვისტოს შედგა - ჯამში 24 ადამიანი გაათავისუფლდა. აქედან 16 პირი მოსკოვმა გამოუშვა, დანარჩენი კი დასავლეთმა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გამოშვებასაც რთული გადაწყვეტილება უწოდეს. გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|