თამთა ჩაჩანიძე
20.03.2023

უკრაინაში ფრონტზე სიტუაცია რთულია. მთავარი ბრძლა კვლავ ბახმუტში მიდის, სადაც ბოლო დღეებში, სხვადასხვა წყაროების ცნობით, უკრაინელებმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაისროლეს. სამხედრო ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიწის გამოშრობისთანავე უკრაინის დიდი შეტევისთვის ხელსაყრელი მომენტი დგება და ეს შეტევა, შესაძლოა, სწორედ ბახმუტის დებლოკაციით დაიწყოს. თუმცა აქვე საუბრობენ იმაზეც, რომ, სავარაუდოდ, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად რუსებიც გეგმავენ მასშტაბურ შეტევას და საკითხი შესაძლოა უკვე ასე დგას - ვინ ვის დაასწრებს შეტევის დაწყებას და რომელი მხარე იქნება უფრო მიბილიზებული. 

ნაზი ბერიძე
20.03.2023

რა მოჰყვება რუსეთ უკრაინის ომის პოლონეთის ჩართვას? ასეთ შესაძლო სცენარზე განცხადება საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა გააკეთა. ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლონეთის მხრიდან ეს საკმაოდ ძლიერი განცხადებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამყარო ახალი მსოფლიო ომის ზღვარზეა.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2023

მას შემდგეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინზე დაგავების ორდერი გასცა, რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდა. ორშაბათს კი მოსკოვში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ელოდებიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაფარავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ამის პარალელურად კი რუსებს შესაძლოა უშალოდ ფრონტზეც ელოდებათ უსიამოვნო სურპრიზი - სამხედრო მიმომხილველების ცნობით, უკრაინელებმა ბახმუტთან სერიოზულ ძალებს მოუყარეს თავი და ამ დღეებში მათგან მასირებულ შეტევას ელოდებიან.

ბაჩანა ტყემალაძე
19.03.2023

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლო ახალი ომი სულ უფრო რეალური ხდება. ამაზე პრაქტიკულად უკვე ღია ტექსტით საუბრობენ ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები. ამასთან, შეიარაღებული დაპირისპირება, 2020 წლის ომისგან განსხვავებით, შესაძლოა არა ყარაბაღში, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყოს.

ნაზი ბერიძე
18.03.2023

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი ფორმალური საბაბი რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს გაფართოების შეჩერება იყო, თუმცა, მოსკოვმა საპირისპირო შედეგი მიიღო - უახლოეს პერიოდში ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება ფინეთი, რომელსაც რუსეთთან თითქმის 1300 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აქვს. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამას რუსეთისთვის სრიოზულ დარტყმად მიიჩნევს.

ნაზი ბერიძე
18.03.2023

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გაცემა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს და ამან შესაძლოა თავად რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ძვრები - ამის შესახებ „რეზონანსს" ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის, პრაქტიკულად, უკვე ყველა ხიდი დამწვარია და დასავლეთი გააგრძელებს ომში უკრაინის დახმარებას რუსეთის დამარცხებამდე.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2023

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთს კვლავ გააფთრებით უტევს, ქალაქ ბახმუტის შტურმის მცდელობებს არ წყვეტს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით რუსები უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ და ამასთან ეს ხდება ძალიან დიდი დანაკარგების ფონზე. რუსული მხარე კი პირიქით ამტკიცებს, რომ დიდი სამხედრო ზარალი უკრაინას აქვს.

ნაზი ბერიძე
17.03.2023

„ბახმუტი გახდა რაღაცა იდეაფიქსი ორივე მხარისათვის. რუსებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდათ რომ აიღონ, უკრაინელებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდათ რომ არ დაუთმონ. რუსები უკვე ქალაქში არიან - ბრძოლები ქალაქის ცენტრში მიდის," - აცხადებს „რეზონანსთან" გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო შესაძლებლობებზე და ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
16.03.2023

გაზაფხულზე ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, უკრაინაში ფრონტზე ახალი ცხელი წერტილები ჩნდება. ბოლო დღეებში აღმოსავლეთის ფრონტის პარალელურად, სამხრეთის მიმართულებაც აქტიურდება. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინამ ძალები მოსინჯა. მთავარი მიმართულება კი კვლავ ბახმუტი-ავდიივკაა, სადაც „ვაგნერისა" და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები არიან კონცენტირებული.

ბაჩანა ტყემალაძე
16.03.2023

სომხეთის ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა გააჩინა დასაბუთებული ვარაუდი, რომ სომხეთი „ოდეკაბედან" (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან) გასვლას აპირებს. ანალიტიკოსიმენაღარაშვილი „რეზონანსთან" საუბარში მსგავსი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს, გამოდის თუ არა სომხეთი „ოდეკაბედან" და რა გავლენა ექნება ამას სამხრეთ კავკასიაზე თუმცა მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას ეს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

ბაჩანა ტყემალაძე
16.03.2023

ვაშინგტონი ელის, რომ კიევი მაისისთვის დიდი კონტრშეტევისთვის იქნება მზად. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოეცმა „პოლიტიკოს" განუცხადა, რომ აშშ-ის დახმარების პაკეტები ბოლო ოთხი, ან ხუთი თვის განმავლობაში იმაზე იყო ფოკუსირებული, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მასშტაბური შეტევისათვის რუსებიც ემზადებიან და უკრაინელებმა უნდა იჩქარონ.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2023

კიევს რამდენიმე სახელმწიფო უახლოეს კვირებში საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, რომლის გამოყენებას მიღებისთანავე დაიწყებენ, რადგან, როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ამ სამხედრო თვითმფრინავის მართვა თავად უკრაინელებს არ უჭირთ და საჰაერო ძალებშიც კარგად გამოცდილი მფრინავები ჰყავთ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×