თამთა ჩაჩანიძე
14.04.2021

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის კავატორიაში ახალი სამხედრო-საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები წამოიწყების შესახებ იუწყება, გააქტიურება კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ითქვა, რომ ამერიკული სამხედრო გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს შემოვლენ და 4 მაისამდე დარჩებიან.

ქრისტინე კაპანაძე
14.04.2021

ისრაელის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ კოვიდ-19 ის შტამებს შეუძლიათ ვაქცინირებული ადამიანების ხელახალი დაინფიცირება, თუმცა, აშშ-ს ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს კვლევა კითხვის ქვეშ დააყენეს.

ქრისტინე კაპანაძე
14.04.2021

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ და პუტინთან სხვადასხვა გლობალური და რეგიონალური საკითხები განიხილა. კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, პუტინთან დარეკვით ბაიდენი სწორად მოიქცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უკრაინას უჭერს.

თამთა ჩაჩანიძე
13.04.2021

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, აშშ-მა და ნატო-ს სხვა წევრებმა რუსეთის დასავლეთ საზღვრისკენ ჯარების გადასროლა დაიწყეს და საერთო ჯამში შავი და ბალტიის ზღვების რეგიონში დაგეგმილი აქვთ 40 ათასი ჯარისკაცისა და 15 ათსამდე ერთეული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის სტრატეგიული ავიაციის მობილიზება. ამის საპასუხოდ კი რუსეთმა თავისი საზღვრისკენ უკვე გადაისროლა ორი არმია და საჰაერო სადესანტო ჯარების სამი დანაყოფი.

რეზონანსი
13.04.2021

 არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა კრებამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც რუსულს, სომხურთან ერთად, ოფიციალური ენის სტატუსს ანიჭებს.  სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი უკვე დაამტკიცა.  ინიციატივას 27-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 2-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

თამთა ჩაჩანიძე
11.04.2021

უკრაინასა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა დღითიდღე იზრდება. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკელ სეპარატისტებს უკვე გამზადებული აქვთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვის ტექსტი, რომლითაც სამხედრო დახმარებას ითხოვენ. გარდა ამისა, ბელარუსული წყაროების მონაცემებით, რუსებმა აქტიურად დაიწყეს ჯარის მობილიზება მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთშიც, რომელიც უკრაინას უშუალოდ ესაზღვრება.

ელზა პაპოშვილი
09.04.2021

უკრაინა ომის ზღვარზე - რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დარღვა.  ბოლო 24 საათში აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15-ჯერ დაირღვა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, თუ უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტებზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დაიწყებს, მოსკოვი, შესაძლოა, რუსულენოვან მოქალაქეთა დასაცავად ჩაერიოს. დიმიტრი კოზაკის თქმით, ესკალაცია უკრაინისთვის, შესაძლოა, დასასრულის დასაწყისი იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
08.04.2021

უკრაინაში ვითარება დღითი დღე უფრო კრიტიკული ხდება, გასული 24 საათის განმავლობაში პრორუსულმა ფორმირებებმა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რასაც უკრაინელი კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 7 აპრილის ეუთოს მოხსენებაში კი აღნიუშნულია, რომ ორგანიზაციის მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 57 დარღვევა დააფიქსირა.

თამთა ჩაჩანიძე
07.04.2021

უკრაინა, რუსეთთან განახლებული კონფლიქტის საფრთხის ფონზე, ნატო-ში ინტეგრაციის ფორსირებას ითხოვს - პროცესის დაჩქარება და მაპ-ის მინიჭება ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთისთვის სიგნალი იქნება, რომელიც დონბასში ომს დაასრულებს.

ქრისტინე კაპანაძე
05.04.2021

ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ინფიცირების შემთხვევებმა 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა აშშ-ის შემდეგ. სააგენტო, „როიტერის" ინფორმაციით, ამის მიზეზად მასობრივი საარჩევნო მიტინგები და პოლიტიკოსთა გამოსვლები სახელდება.

ქრისტინე კაპანაძე
05.04.2021

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, უკრაინასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს. როგორც ირკვევა რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში პივდენოეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ცეცხლი გახსნა. რა მიზნები აქვს რუსეთს და შესაძლოა თუ არ აარსებული დაძაბულობა ომში გადაიზარდოს - ამ საკითხზე „რეზონანსს" ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი თქმით, რუსები ნელ-ნელა შეტევაზე გადადიან, მათი მიზანი კი უკრიანის პრეზიდენტის რეჟიმის დამხობაა.

თამთა ჩაჩანიძე
04.04.2021

დონბასში დღე-დღეზე შესაძლოა ახალი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დააანონსა და უკრაინის საზღვართან 4 000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას მოუყარა თავი. აშშ უკრაინას რუსული აგრესიის შემთხვევაში სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×