მარიკა ხორავა
28.10.2020

 სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ამოქმედებული რიგით მესამე საზავო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე წუთში დაირღვა. რა ვითარებაა ამჟამად მთიან ყარაბაღში, რა შემთხვევაში ჩაერევა რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის ომში, ვის რა ინტერესები აქვს და რა შემთხვევაში შეიძლება ომის შეჩერდეს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტებმა ისაუბრეს. ისინი აცხადებენ, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები გადავიდა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე, მაშინ სავარაუდოდ რუსეთი ჩაერევა მათ ბრძოლაში.

თამთა ჩაჩანიძე
27.10.2020

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „სლუგა ნაროდა" („ხალხის მსახური") კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში კატასტროფული მარცხი განიცადა, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინაში მმართველმა გუნდმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგა. სამაგიეროდ „ოპოზიციურმა პლატფორმამ - სიცოცხლისათვის" უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ უმეტეს რეგიონებში გამარჯვება მოიპოვა.

თამთა ჩაჩანიძე
26.10.2020

ბელორუსში საპროტესტო ტალღა ძველებური შემართებით განახლდა - ანტისახელისუფლებო მრავალათასიანი აქციები რამდენიმე მოედანზე ერთდროულად მიმდინარეობს, ქვეყანაში მასშტაბურ გაფიცვებს პროგნოზირებენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლება კი აქტივისტების დაკევებებს აქტიურად აგრძელებს.

ქრისტინე კაპანაძე
26.10.2020

 რუსეთი ამ ვითარებით ძალიან ვერაგულად სარგებლობს, რათა მსოფლიოს აჩვენოს რამდენად საშიში ვითარებაა და შეძლებისდაგვარად ცეცხლის შეწყვეტა დაბრალდეს მსოფლიოს და არა რუსეთს, რადგან მას არც აზერბაიჯანის და არც სომხეთის დაკარგვა არ აწყობს - ასე აფასებს „რეზონანსთან"ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ყარაბაღის ომში მიმდინარე ვითარებას.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი ფიქრობს, რომ სანამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირისპირ არ შეხვდებიან ერთმანეთს, იქამდე ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს, რადგან ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს მხარეების შეჩერებას, თუ ეს თავად სომხეთმა და აზერბაიჯანმა არ მოინდომეს.

თამთა ჩაჩანიძე
25.10.2020

მკაცრი შეზღუდვები, რომელიც რთული კოორონავირუსულილი მდგომარეობის გამო დაწესდა, იტალიასა და პოლონეთში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ორივე შემთხვევაში ამას პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებებიც კი მოჰყვა.

მარიკა ხორავა
24.10.2020

 აზერბაიჯანში დაპატიმრებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნაჯმედინ სადიხოვი - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კავკაზსკი უზელ" წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, სადიხოვს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ, კერძოდ კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამავე წყაროს ცნობით, აზერბაიჯანული გენშტაბის მეთაურის გადაბირება რუსებმა მისი ახლო ნათესავის მეშვეობით შეძლეს.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2020

ყარაბაღის კონფლიქტის დამოუკიდებელმა სადაზვერვო ჯგუფმა „კონფლიქტ ინტელიგენსმა" ჩაატარა გამოძიება თემაზე „ვინ არიან დაქირავებული მებრძოლები, რას აკეთებენ და სად დააფიქსირეს", დასკვნაში შედის სხვადასხვა მედიასა და ინტერნეტში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნები, ასევე ინტერნეტში გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოში ისმის არაბული ენა, თუმცა თავად მებრძოლები აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ფორმაში არიან ჩაცმულები.

ქრისტინე კაპანაძე
21.10.2020

 ვაშინგტონში ჩასვლა გამოწვეულია იმით, რომ მოსკოვმა განიცადა სრული ფიასკო მოლაპარაკებებში და, როგორც ჩანს, ახლა ჯერი მიდგა ამერიკაზე. უახლესი ინფორმაციით, ყარაბაღის ომში მონაწილე სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებს, აზერბაიჯანიდან - ჯეიჰან ბაირამოვს, ხოლო სომხეთიდან - ზოჰრაბ მნაცაკანიანს, მოლაპარაკებებისათვის ამერიკის შეერთებული შტატები 23 ოქტომბერს უმასპინძლებს. ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2020

„ერდოღანმა დაანონსა, რომ შავი ზღვის კავატორიაში 400 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგებია აღმოჩენილი. როგორც ჩანს, უკრაინაში სამხედრო-საზღვაო ბაზების აშენება ამ გაზის მარაგების დაცვის კომპონენტს წარმოადგენს. ასევე თურქეთის გეოსტრატეგიული ამბიციებია, რომ რეგიონალური ჰეგემონი გახდეს და გარკვეულწილად გლობალურ ჰეგემონობასაც ხელი გამოკრას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია უკრაინის ტერიტორიაზე თურქეთისა და ბრიტანეთის დახმარებით შავი ზღვის აკვატორიაში 2 სამხედო ბაზის მშენებლობას.

თამთა ჩაჩანიძე
19.10.2020

ჩეჩნეთის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი სალახ დაგაევი გაიტაცეს და აწამეს, ხოლო ოჯახს კი მისი გვამი დაუბრუნეს. მოსახლეობა ამ ფაქტს კადიროვის ახლო გარემოცვის წევრის დისთვის გაკეთებულ წარუმატებელ ოპერაციას უკავშირებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.10.2020

ჩეჩნური ოპოზიციური მედიასაშუალება რამზან კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ მორიგ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების მიერ შექმნილმა ტელეგრამ არხმა „1ადათმა", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კადიროვის რეჟიმის ძალოვნებმა რეგიონში 53 ადამიანი გაიტაცეს, 20 გაათავისუფლეს, ხოლო სულ მცირე ერთი ადამიანი კი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერის გვერდი დაალაიქეს.

თამთა ჩაჩანიძე
18.10.2020

18 ოქტომბერს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა და წელს ამ დღეს აზერბაიჯანში ამის გარდა ყარაბაღის ომში მიღწეულ წარმატებებსაც ზეიმობენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების ამ ეტაპზე უპირატესობა სწორედ აზერბაიჯანის მხარესაა, რომლის არმიამაც რამდენიმე სოფელსა და რაიონულ ცენტრზე დაამყარა უკვე კონტროლი და სამხრეთით ირანის საზღვრის მიმართულებით ავითარებს იერიშს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×