ნაზი ბერიძე
31.03.2023

ჩრდილოეთ კორეა არა მარტო აპირებს რუსეთისთვის სამხედრო დახმარებას ომში, არამედ უკვე აკეთებს ამას და უკრაინული წყაროები იტყობინებიან, თითქოს დონბასში უკვე გამოჩნდნენ კორეელი დაქირავებული მებრძოლები, აცხადებს „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გარიგება დაიდო, რომლის თანახმადაც, კორეა რუსეთს სურსათის სანაცვლოდ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. ამერიკა კი თავის მხრივ კორეას აფრთხილებს, თუ ასე მოიქცევა, ეს იქნება გაეროს უშიშროების რეზოლუციის დარღვევა, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ჩრდილოეთ კორეა იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ღიად მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის ომში და ამაში საკვირველი არაფერია.

„ალბათ ასეც იქნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ჩრდილოეთ კორეამ უკვე დაარღვია გაეროს უშიშროების რეზოლუცია, როცა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი რესპუბლიკები. ჩრდილოეთ კორეა ისედაც მხარს უჭერდა რუსეთს უკრაინის ომში, ერთერთი ქვეყანა იყო, ვინც ღიად დაუჭირა მხარი, გარკვეულწილად აღუთქვა სამხედრო დახმარების აღმოჩენაც კი.

„იყო ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა გადასცემდა რუსეთს საბჭოური ტიპის ტყვია-წამალს და იმ შეიარაღებას, რაც რუსეთს იმ ეტაპზე სჭირდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთს დახმარებას უწევს ირანის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეა რომ დაეხმაროს, ამაში გასაკვირი არაფერია.

„უკრაინული წყაროებიც აცხადებენ, რომ ჩრდილოეეთ კორეელი დაქირავებული მებრძოლები უკვე გამოჩნდნენ, თუნდაც ოკუპირებული დონბასის ზონაში. შეიძლება მოხდეს მათი გადასროლა ბახმუტში, ვაგნერის ჯგუფის შემადგენლობაში."

მოსთხოვს თუ არა ვაშინგტონი პასუხს ჩრდილოეთ კორეას, ექსპერტი მიიჩნევს რომ კორეას ნაკლებად აინტერესებს ამერიკის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჩრდილოეთ კორეა თავად არის მთავარი დესტაბილიზაციის ძალა მსოფლიოში და იქით უღერებს ბირთვულ არსენალს, ასე რომ ჩრდილოეთ კორეისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×