ნაზი ბერიძე
31.03.2023

დონალდ ტრამპი გახდა შეერთებული შტატების პირველი ექსპრეზიდენტი, რომელსაც კრიმინალზე იჭერენ. ამ გადაწყვეტილებას ახლახან მანჰეტენის (ნიუ-იორკი) სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დაუჭირეს მხარი, პროცესს კი დემოკრატი პროკურორ ალვინ ბრეგი წარმართავს, რომელიც ტრამპს „მამასისხლად" არის უკვე კარგა ხანია გადამტერებული.

ტრამპი ახლა ფლორიდაშია და ამ შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა დესნტისმა თქვა, რომ მას არ გადასცემს ნიუ-იორკის მართლმსაჯულებას, თუმცა როგორც მედია თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპი სავარაუდოდ 4 აპრილს თავისი ფეხით ჩაბარდება სასამართლოს.

ზუსტად რას აბრალებენ ტრამპს, არ ცხადდება, თუმცა ზოგადად ცნობილია, რომ საქმე უკავშირდება 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელზისთვის თანხის გადახდას, ტრამპთან სექსის შესახებ დუმილის სანაცვლოდ, რაც ნიუ-იორკში კრიმინალად მიიჩნევა.

სტორმი დენიელზმა ტრამპთან სექსუალურ ურთიერთობაზე 2011 წელს ინტერვიუში ისაუბრა. რასაც ტრამპი კატეგორიულად უარყოფს.

ახლა, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებს.

ტრამპი, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში სასამართლოში გამოცხადების ბრძანებას მიიღებს, სადაც მას ოფიციალურად დააპატიმრებენ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ეჭვმიტანილს, მისი თითის ანაბეჭდს აიღებენ და ფოტოს გადაიღებენ, შემდეგ კი საქმის პირველი სხდომა გაიმართება.

ტრამპის პოლიტიკურმა ოპონენტმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა მანჰეტენის ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

„ყოფილი პრეზიდენტის ფორმალური ბრალდება უპრეცენდენტოა. მაგრამ ისევე უპრეცენდენტოა ტრამპის უკანონო საქციელი. სამართლებრივი სახელმწიფო ვალდებულია მკაცრად დაკითხოს მდიდრებიც და ხელისუფალებიც, მაშინაც კი, თუ ისინი იკავებენ მაღალ თანამდებობებს," - დაწერა შიფმა ტვიტერზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×