ბაჩანა ტყემალაძე
16.03.2023

სომხეთის ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა გააჩინა დასაბუთებული ვარაუდი, რომ სომხეთი „ოდეკაბედან" (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან) გასვლას აპირებს. ანალიტიკოსიმენაღარაშვილი „რეზონანსთან" საუბარში მსგავსი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს, გამოდის თუ არა სომხეთი „ოდეკაბედან" და რა გავლენა ექნება ამას სამხრეთ კავკასიაზე თუმცა მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას ეს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ რომ სამშაბათს ერევანს მოულოდნელად ეწვია „ოდეკაბეს" გენერალური მდივანი იმანგალ ტასმაგამბეტოვი. ეს ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსკიპერმა ანი ბადალიანმა დაადასტურა. მისი თქმით, ვიზიტი ორ დღეს გასტანს და დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის საგარაო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან.

სომხეთში „ოდეკაბეს" გენერალური მდივნის ჩასვლა შესაძლოა სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და სომხეთის ბოლო პოლიტიკურ ნაბიჯებსაც უკავშირდებოდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა 2023 წლის იანვრის დასაწყისში ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, ანუ „ოდეკაბეს" წვრთნები სომხეთში არ ჩატარდებოდა. ამის პარალელურად მან მკვეთრად გააკრიტიკა ყარაბაღში რუსული სამშიდობო კონტიგენტის მოქმედება და აღნიშნა, რომ მათი ყოფნა სტაბილურობის შენარჩუნების ვერ უზრუნველყოფს.

ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა, რომ სომხეთმა ამით, რუსეთის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიციის გამო, პროტესტი გამოხატა.

იმავე პერიოდში, სომხეთის ამ გადაწყვეტილებას მოსკოვიდან საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოყვა.

ამის შემდეგ, გასულ კვირას, სომხეთმა ოფოციალურად თქვა უარი თავის კვოტით „ოდეკაბეს" სამხედრო ბლოკის გენერალური მდივნის მოადგილის დანიშვნაზეზე.

ორიოდე დღის წინ კი ფაშინიანმა „ოდეკაბესთან" დაკავშრებით საგულისხმო განცხადება გააკეთა. 14 მარტს ერევანში გამართულ ვრცელ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერს პირდაპირ ჰკითხეს - გადიოდა თუ არა სომხეთი ალიანსიდან, რაზეც ფაშინიამმა შემდეგი პასუხი გასცა:

„სამწუხაროდ, სომხეთი კი არ გადის "ოდეკაბედან", არამედ თვითონ „ოდეკაბე" გადის სომხეთიდან".

ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ სომხეთის ამ რეგიონალური ალიანსიდან გამოსვლა არ იქნება ტრაგედია სამხრეთ კავკასიისთვის, რადგან ჩვენი რეგიონის ქვეყნები უკვე დიდი ხანია ერთმანეთში ურთიერთობებს თავისით აგვარებენ.

„ოდეკაბე" უკვე დიდიხანია აგონიაშია, რადგან მისი ღერძი და მთავარი მამოძრავებელი ძალა - რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული. ამიტომ ალიანსმა დაკარგა თავისი ფუნქცია. დროის გასვლასთან ერთად კი ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება.

„არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთი ალიანსს დატოვებს, რადგან ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ამაზე საუბარი მიდის და აღნიშნული ალიანსის მიმართულებით ნეგატიური განცხადებებიც კეთდება.

„თუ გამოვა, ჩემი აზრით, ამით არც არაფერი განსაკუთრებული მოხდება, რადგან უკვე დიდი ხანია რუსული ძალები ამ კონკრეტულ რეგიონში შესუსტდნენ, ქვეყნები კი თავისით აგვარებენ რიგ პრობლემებს", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×