ელზა პაპოშვილი
13.04.2024

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და ადგილობრივები რამდენიმე დღე ეძებდნენ, ტყეში მოკლული იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ცხედარს დაზიანებები აქვს და წამების კვალი ეტყობა. დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო, ხოლო  დანაშაულის მოტივი გაუგებარია. 

„არ ვიცით რა გახდა ამ საშინელი დანაშაულსი მიზეზი. ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა. ძალიან წყნარი, საწყალი ბიჭი იყო. სახლიდან გაქრა. ვინ წაიყვანა და რატომ, არ ვიცით. ვეძებდით ამ დღეების განამვლობაში და ტყეში ნაწამები ვიპოვეთ. წამებით არის  მოკლული. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს... სოფლიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს წამებით. პოლიცია დადის და ეძებს დამნაშავეებს“, - ამბობენ ადგილობრივები.     

გარდაცვლილი კაცის ოჯახი კი  ვარაუდობს, რომ დანაშაულში რამდენიმე პირი ფიგურირებს. ჰუსეინოვებს ეჭვი აქვთ, რომ დამნაშავეებმა კაცი სხვაგან მოკლეს და ცხედარს მალავდნენ, შემდეგ კი ტყეში დააგდეს. 

„ჩემი შვილის ცხედარი ტყეში ნაცემი და გაუბედურებული  ვიპოვეთ. სავარაუდოდ, ჯერ ზემოთ ტყეში  მოკლეს, ჩამოათრიეს და აქ დააგდეს. ორი დღის განმავლობაში წვიმდა, მაგრამ როდესაც ვიპოვეთ, მთლიანად მშრალი იყო. ალბათ წვიმების შემდგომ მოიყვანეს აქ და დააგდეს. 

„ამ ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა. აქ იმიტომ მოიყვანეს, რომ ეგონათ ვერ ვიპოვიდით. 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყელი გამოჭრილი. ჩემი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ“, - ამბობს დაღუპულის მამა.

პოლიციამ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×