ელზა პაპოშვილი
25.12.2023

საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2019 წლიდან 2023 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მდიდრულ სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. 

მედიის ცნობით, ისინი იმდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ, რომ 4 წლის განმავლობაში მათი დაკავება პოლიციამ ვერ შეძლო.ქურდობაში ბრალდებული ქართველები, სავარაუდოდ, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გაყალბებული საბუთებით გადაადგილდებოდნენ. 

ერთი და იგივე ადგილას დიდ ხნის განმავლობაში არ ჩერდებოდნენ და გაქურდული სახლების და ავტომობილების შემდეგ, ქალაქს მალევე ტოვებდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, მათზე საერთო ჯამში 9 დაკავების ორდერი იყო გაცემული. 

"მათი დაკავებისთვის მოეწყო წარმატებული ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰერაკლიონის უსაფრთხოების ქვედირექციის, ჰერაკლიონის პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტისა და ჰერაკლიონის სასწრაფო სამოქმედო დეპარტამენტის პოლიციელები. 

„ორივე ბრადებული პარასკევს, 22 დეკემბერს გზაზე გადაადგილების დროს პოლიციამ გააჩერა. საბუთების მოთხოვნის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ისინი ყალბი საბუთებით გადაადგილდებოდნენ. ხოლო მათი რელური ვინაობის გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ისინი ძებნილი პირები იყვნენ", - წერია პოლიციის განცხადებაში.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×